როლანდო ბიანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როლანდო ბიანკი
Rolando Bianchi.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
როლანდო ბიანკი
დაბადების
თარიღი
15 თებერვალი, 1983 (1983-02-15) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ბერგამო, იტალია
სიმაღლე 188 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორინო
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1993–2002 ატალანტა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000–2004 ატალანტა 21 (0)
2004–2005კალიარი (იჯარა) 39 (4)
2005–2007 რეჯინა 46 (19)
2007–2008 მანჩესტერ სიტი 19 (4)
2008ლაციო (იჯარა) 15 (4)
2008– ტორინო 137 (60)
ეროვნული ნაკრები
2000–2001 იტალია U17 2 (0)
2004 იტალია U20 3 (1)
2002–2004 იტალია U21 13 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

როლანდო ბიანკი (იტალ. Rolando Bianchi; დ. 15 თებერვალი, 1983, ბერგამო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს სერია ა-ს კლუბ ტორინოში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როლანდომ კარიერა ატალანტაში დაიწყო, სადაც დიდი ვერაფრით გამოირჩა. იგი ერთი სეზონით სერია ბ-ს გუნდ კალიარიში გაანათხოვრეს, სადაც მან თავისი წვლილიც შეიტანა იმაში რომ სარდინიული კლუბი სერია ა-ში დაბრუნდა. 2005 წელს როლანდო რეჯინაში გადავიდა, სადაც კარიერა ცუდად დაეწყო, რადგან მან სერიოზული ტრავმა მიიღო და მხოლოდ სეზონის ბოლოს შეუერთდა გუნდს. მომდევნო სეზონი კი როლანდოსთვის უფრო უკეთ აეწყო და რეჯიოელთა დამრტყმელი ძალა გახდა. მისმა კარგმა თამაშმა ინგლისური მანჩესტერ სიტი მოხიბლა და სეზონის ბოლოს 13 მილიონ ევროდ იგი ქალაქელი გახდა.

მანჩესტერ სიტიში კარიერა თითქოს კარგად დაეწყო, დებიუტშივე მან ვესტ ჰემის კარში გოლი გაიტანა და ასევე კარლინგის თასის გათამაშებაზე ბრისტოლ სიტის კარიც დალაშქრა. მართალია როლანდო თითქოს გუნდს მოერგო, მაგრამ სვენ-გორან ერიქსონი სხვა არზე იყო და მან განუცხადა როლანდოს რომ მას შეეძლო ახალი გუნდი მოენახა. ზამთარში როლანდო იჯარით რომის ლაციოში გადავიდა, სადაც დებიუტშივე მოედნიდან გაძევებული იქნა. სადებიუტო გოლი კი მან თავის ყოფილ კლუბს რეჯინას გაუტანა. მთლიანობაში რომის გუნდში როლანდო კარგად მოერგო და მას იმედი ჰქონდა რომ რომაელები მას გამოისყიდნენ, თუმცა მისი რომაული ოცნება არ გამოდგა ნამდვილი და მანჩესტერ სიტიში დაბრუნდა. ზაფხულს კი როლანდო ტორინოში იქნა გაყიდული 7.3 მილიონ ევროდ.

ტურინული კარიერა როლანდოსთვის კარგად დაიწყო, დებიუტშივე მან გოლის გატანა შეძლო ლეჩეს კარში. ნელ-ნელა როლანდო ტურინული კლუბისთვის იდოლი ხდებოდა და მალევე მას კაპიტნის საკმკლაურიც გადასცეს. იგი არ იყო ერთი რიგითი ფეხბურთელი ტორინოში, იგი უკვე ლეგენდა იყო კლუბის და მისმა კარგმა თამაშმა და ბრწყინვალე გოლებმა ტორინო ძალზედ ძლიერ გუნდათ გახადა, თუმცა ეს მხოლოდ სერია ბ-ში და 2011/12 სეზონში როგორც იქნა ასრულდა ტურინული ოცნება და ტორინო სერია ა-ს დაუბრუნდა, რაშიც როლანდომაც დიდი წვლილი შეიტანა. ახალ 2012/13 სეზონში როლანდოს ჯერჯერობით 4 გოლი აქვს გატანილი და რაც მთავარია გუნდის ნამდვილი კაპიტანია.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია თითქმის ყველა ასაკობრივი მოიარა როლანდომ, მაგრამ მთავარ ნაკრებში თამაში ჯერ არ მოუწია. საუკეთესო წლები ახალგაზრდულ ნაკრებში კი U21-ის გუნდში ჰქონდა, სადაც უდავოდ ლიდერი იყო ნაკრების.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]