როი ბიუკენენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როი ბიუკენენი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1939
დაბ. ადგილი ოზარკი, არკანზასის შტატი, აშშ
გარდ. თარიღი 14 აგვისტო, 1988 (48 წლის)
გარდ. ადგილი ფეირფაქსი, ვირჯინიის შტატი, აშშ
დასაფლავებულია Columbia Gardens Cemetery
ჟანრ(ებ)ი ბლუზი, ბლუზ-როკი, ელექტრული ბლუზი, როკ-ენ-როლი, როკაბილი, ქანთრი, ჯაზი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ვოკალი
აქტიური 1955–1988
ლეიბლ(ებ)ი Polydor, Atlantic, Alligator
საიტი roybuchanan.org
როი ბიუკენენი ვიკისაწყობში

ლეროი „როი“ ბიუკენენი (ინგლ. Roy Buchanan; დ. 23 სექტემბერი, 1939 — გ. 14 აგვისტო, 1988) — ამერიკელი გიტარისტი და ბლუზ მუსიკოსი, ითვლება ფენდერ ტელეკასტერის ბგერის პიონერად. ბიუკენენი მოღვაწეობდა, როგორც დამხმარე და ასევე სოლო მუსიკოსი, მას ორი ოქროს ალბომი აქვს ჩაწერილი კარიერის დასაწყისში და კიდევ ორი მოგვიანებით, რომლებიც ჟურნალ „ბილბორდის“ ჩარტებზე მოხვდა. ბიუკენენს არასდროს მიუღწევია ვარსკვლავობისთვის და სხვა უფრო ცნობილი გიტარისტების ფონზე დღესაც ხშირად ჩრდილში რჩება ხოლმე, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც ძლიერ გავლენიან გიტარისტად ითვლება თავის მუსიკალურ სტილში. ჟურნალმა „Guitar Player“-მა ბიუკენენი შეაქო და მისი მუსიკალური შესრულება დაასახელა „ყველა დროის 50 საუკეთესო ჟღერადობაში“. გიტარიტები, რომლებმაც ბიუკენენი დაასახელეს, როგორც მათზე გავლენის მქონე მუსიკოსი, არიან: გერი მური, ჯეფ ბეკი, დეივიდ გილმორი, ჯერი გარსია, დენი გეტონი, მიკ რონსონი, არლენ როთი, რობი რობერტსონი, ნილს ლოფგრენი, ჯიმ კემპილონგო და სტივ კიმოკი.

გიტარები, აპარატურა და ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიტარები და აპარატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის მანძილზე ბიუკენენი რამდენიმე გიტარას იყენებდა, თუმცა ყველაზე ხშირად ის მაინც 1953 Fender Telecaster-ზე უკრავდა, რომელსაც მეტსახელად „ნენსის“ ეძახდა. მისი გიტარის გამაძლიერებელი Fender Vibrolux იყო.

ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როი ბიუკენენმა თავად ისწავლა დაკვრის სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის ე.წ. „chicken picking“. ხანდახან გიტარის მედიატორის ნაცვლად ის დაკვრისას ცერა თითის ფრჩხილს იყენებდა. ბიუკენენი დაოსტატებული იყო ბგერის აღებასა და შემდეგ სიმზე ოდნავი შეხებით მის მოგუდვაში, რითაც ის ახშობდა დაბალ ობერტონებს და ხაზს უსვამდა მაღალ ბგერებს. ბიუკენენი ასევე ცნობილი იყო თავისი „ბენდებით“ ანუ გრიფზე სიმების დახრით. რადგანაც ის თავდაპირველად ლეპ-სტილ გიტარაზე უკრავდა, ბიუკენენი ხშირად იყენებდა ამ გამოცდილებას და გრიფზე საჭირო ბგერის ასაღებად არა ლადს იცვლიდა და იქ იღებდა ბგერას, არამედ სიმებს ჭიმავდა საჭირო სიმაღლის ბგერის მისაღებად.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიუკენენს ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა. 1988 წელს, შინ ცოლთან უთანხმოების შემდეგ, ის საჯარო სივრცეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო დააპატიმრეს. ბიუკენენი იმავე ღამით საკანში გარდაიცვალა, ის დილით საკუთარი პერანგით ჩამომხრჩვალი იპოვეს. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა თვითმკვლელობა ჩამოხრჩობით, თუმცა ეს დასკვნა საკამათოდაა მიჩნეული ბიუკენენის მეგობრებისა და ოჯახის მიერ. როის მეგობრის თქმით, მან გარდაცვლილის თავის არეში ჩალურჯებები შეამჩნია.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buch and the Snakestretchers, 1971, BIOYA
  • Roy Buchanan, August 1972, Polydor — US #107
  • Second Album, March 1973, Polydor — US #86
  • That’s What I Am Here For, November 1973, Polydor — US #152
  • In the Beginning (UK title: Rescue Me), December 1974, Polydor — US #160
  • A Street Called Straight, April 1976, Atlantic — US #148
  • Loading Zone, May 1977, Atlantic — US #105
  • You’re Not Alone, April 1978, Atlantic — US #119
  • My Babe, November 1980, Waterhouse/AJK — US #193
  • When a Guitar Plays the Blues, July 1985, Alligator — US #161
  • Dancing on the Edge, June 1986, Alligator — US #153
  • Hot Wires, September 1987, Alligator

ლაივ ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Live Stock, (rec. 1974) August 1975, Polydor
  • Live in Japan, (rec. 1977) 1978, Polydor [Japan]
  • Live: Charly Blues Legend, Vol. 9, 1987, Charly
  • Live in U.S.A. & Holland, (rec. 1977–85) 1991, Silver Shadow
  • Charly Blues Masterworks: Roy Buchanan Live, 1999, Charly/Red X
  • American Axe: Live in 1974, 2003, Powerhouse
  • Live: Amazing Grace, (rec. 1974–83) 2009, Powerhouse
  • Live at Rockpalast, (rec. 1985) 2011, MIG Music
  • Live from Austin, TX (rec. 1976) 2012, New West
  • Shredding the Blues: Live at My Father’s Place, (rec. 1978 & 1984) 2014, Rockbeat
  • Telemaster: Live in '75, 2017, Powerhouse
  • Live at Town Hall 1974, 2018, Real Gone Music

ნაკრები ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Best of Roy Buchanan, 1982, Polydor
  • The Early Years, 1989, Krazy Kat
  • Sweet Dreams: The Anthology, 1992, Polydor
  • Guitar on Fire: The Atlantic Sessions, 1993, Rhino/Atlantic
  • Malaguena, 1996, Annecillo
  • Deluxe Edition: Roy Buchanan, 2001, Alligator
  • 20th Century Masters–The Millennium Collection: The Best of Roy Buchanan, 2002, Polydor
  • The Prophet: The Unreleased First Polydor Album, 2004, Hip-O Select/UMe
  • The Definitive Collection, 2006, Polydor/UMe
  • Rhino Hi-Five: Roy Buchanan, 2007, Rhino/Atlantic
  • After Hours: The Early Years, 1957–1962 Recordings, 2016, Soul Jam

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Blackett, Matt (October 2004). „The 50 Greatest Tones of All Time“. Guitar Player. 38 (10): 44–66.
  • Roy Buchanan, 48, a Guitarist". New York Times. August 17, 1988.
  • Harrington, Richard (August 21, 1988). „Roy Buchanan, A Study in Blues: The Gifted Guitarist and His Road Less Traveled“.
  • Balmer, Paul (2009). The Fender Telecaster Handbook: How To Buy, Maintain, Set Up, Troubleshoot, and Modify Your Tele. MBI Publishing.
  • J. Stix. „Guitar Classics, January 1985 : Out of the Pink and Into the Blues“. Pfco.neptunepinkfloyd.co.uk.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]