როზა ლაბორფალვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როზა ლაბორფალვი.

როზა ლაბორფალვი (დ. 8 აპრილი, 1817, მიშკოლცი – გ. 20 ნოემბერი, 1886, ბუდაპეშტი) — უნგრელი მსახიობი. დაიბადა მსახიობ და თეატრის დირექტორ იოსებ ბენკეს, სეკელი თავადის ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო ბუდაში 1833 წელს. 1837 წლისთვის კი როზა უკვე პეშტის ეროვნულ თეატრში თამაშობდა. 1848 წელს გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ნოველისტი მორ იოკაი, რომლებმაც იმავე წელს იქორწინეს. მათი ქორწინების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იოკაის მეგობარი შანდორ პეტეფი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jolán Jókay Hegedüs (1927) Jókai és Laborfalvi Róza