როზალინდ რასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
როზალინდ რასელი
Rosalind Russell, 1937.jpg
როზალინდ რასელი 1937 წელს
დაბადების სახელი კათრინ როზალინდ რასელი[1]
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1907
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი, 1976 (69 წლის)
ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1929-1972
მეუღლე(ები) ფრედერიკ ბრისონი (იქ. 1941)
შვილ(ებ)ი 1

კათრინ როზალინდ რასელი (ინგლ. Catherine Rosalind Russel; დ. 4 ივნისი, 1907 — გ. 28 ნოემბერი, 1976) — ამერიკელი მსახიობი.[2] ცნობილია სწრაფად მოსაუბრე რეპორტიორის, ჰილდი ჯონსონის როლით, 1940 წლის ამერიკულ კომედიაში „მისი გოგონა პარასკევია“. ასევე ცნობილია მამი დენისის შესრულებული როლით ფილმში, „ბიცოლა მამი“ (1958), და როუზ ჰოვიკის შესრულებული როლით, კომედიურ მიუზიკლში სახელწოდებით, „ბოშა“ (1962). ხუთჯერ აქვს მოგებული ოქროს გლობუსი. 1953 წელს ბროდვეის თეატრში, შოუ „შესანიშნავ ქალაქში“ განასახიერა რუთის როლი, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ტონი ჯილდოთი, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლში. სამსახიობო კარიერის განმავლობაში ოთხჯერ ნომინირდა ოსკარზე.

გარდა წარმატებული კომედიური როლებისა, როზალინდ რასელი ასევე ცნობილი იყო დრამატული პერსონაჟების შესრულებული როლებით. ძირითადად ანსახიერებდა ძლიერ და მდიდარ ქალებს. იყო რამდენიმე ქალ მსახიობს შორის ერთ-ერთი რომელიც თამაშობდა რეპორტიორების, მოსამართლეების და ფსიქიატრების როლს.[3] განსაკუთრებით წარმატებული კარიერა ჰქონდა 1930-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე. ძირითადად ასრულებდა კლასიკურ და გლამურულ როლებს.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კეთრინ როზალინდ რასელი დაიბადა 1907 წლის 4 ივნისს, აშშ-ს შტატ კონექტიკუტის ქალაქში, ვოთერბურიში. იყო 7 და-ძმა შორის ერთ-ერთი. მამამისი ჯეიმს ედუარდი იყო ადვოკატი,[4] ხოლო დედა, კლარა ა. რასელი მასწავლებელი.[5] იყვნენ ირლანდიელი-ამერიკელი ქათოლიკური ოჯახი.[6] სწავლობდა რამდენიმე კათოლიკურ სკოლაში, მათ შორისაა როუზმონტის კოლეჯი და მერიმოუნტის კოლეჯი, რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს. მოგვიანებით, სწავლა გააგრძელა ნიუ-იორკში, დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში. მისი მშობლები ფიქრობდნენ რომ რასელი მასწავლებლობას აპირებდა და მათ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მომავალ მსახიობს სამსახიობო კარიერაში მოღვაწეობა სურდა. იგი სწავლის დამთავრებისთანავე შეუდგა მსახიობობას, რასელი ასევე გაწევრიანდა სარეპერტუარო კომპანიაში, რომელიც ბოსტონში მდებარეობდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასელი ნორმა შირერთან ერთად ფილმში „ქალები“ (1939)

როზალინდმა თავდაპირველად დაიწყო სამოდელო კარიერა, იგი ხშირად გამოდიოდა ბროდვეის შოუებზე. თამაშობდა როგორც ნიუ-იორკში, ასევე ჰარტფორდში, კონექტიკუტში. მოგვიანებით, საცხოვრებლად გადავიდა ბოსტონში, სადაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთი თეატრის გუნდში.

ადრეულ 1930-იან წლებში გადავიდა დასავლეთ ლოს-ანჯელესში, სადაც მუშაობდა ამერიკული კომპანია, „Universal Studios“-თვის. როდესაც იგი პირველად ჩავიდა ლოს-ანჯელესში, მან თავი ყველასგან დაიგნორებულად იგრძნო, შემდეგ მან პრესას განუცხადა რომ თავს საშინლად გრძნობდა, რომელიც აისახა კიდეც მის თავდაჯერებულობაზე. მოგვიანებით, თანამშრომლობა დაიწყო „Metro-Goldwyn-Mayer“-თან, და პირველად გადაიღეს 1934 წლის ამერიკულ კრიმინალურ დრამატულ ფილმში, „ეველინ პრენტისი“. მიუხედავად იმისა, რომ მისი როლი ამ ფილმში პატარა იყო, მან დადებითი კომენტარები მიიღო. ამ პერიოდში გადაიღეს სხვა კომედიებში, მათ შორისაა: 1934 წლის რომანტიკული კომედია „Forsaking All Others“ და „ოთხი ხალხია“ (1938). გარდა კომედიებისა, გადაღებულია დრამებშიც, მათ შორისაა: ამერიკული დრამა „კრეგის ცოლი“ და ბრიტანული დრამა „ციტადელი“. 1935 წელს რობერტ იანგთან ერთად გადაიღეს დრამაში, „ჰაერის დასავლეთ წერტილი“. ამ შესრულებული როლით მან დიდი აღიარება მოიპოვა.

როზალინდმა ერთხელ ამერიკელ რეჟისორს, ფრენკ ლოიდს იმიჯის შეცვლაში დახმარება სთხოვა, რეჟისორმა ნაცვლად იმიჯის შეცვლაში დახმარებისა, მსახიობი წარადგინდა ფილმში, „ორი დროშის ქვეშ“ (1936), სადაც მან მდიდარი არისტოკრატის როლი განასახიერა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 25 ოქტომბერს რასელი დაქორწინდა დანიელ-ამერიკელ პროდიუსერზე, მსახიობი კარლ ბრისონის ვაჟზე, ფრედერიკ ბრისონზე.[7] როდესაც ბრისონი ინგლისიდან ამერიკაში გემით მოგზაურობდა 1939 წელს, მან რასელის გამოსვლას ერთ-ერთ ფილმში უყურა, შემდეგ იგი შებრუნდა და მის მეგობრებთან განაცხადა: „ან ამ გოგონას მოვკლავ, ან მასზე დავქორწინდები“.[8]

წყვილის ქორწინება 35 წელს, რასელის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. მათ 1943 წელს ეყოლათ ერთი ვაჟი, სახელად კარლ ლანც ბრისონი.[1][9]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რასელი გარდაიცვალა 1976 წლის 28 ნოემბერს. დაკრძალულია კალიფორნიაში.[10]

მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში აქვს მისი სახელობის ვარსკვლავი.[11]

მისი ავტობიოგრაფია, „ცხოვრება ბანკეტია“, რომელიც რასელმა კრის ჩეისთან ერთად დაწერა, მსახიობის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა. წინასიტყვაობაში მისმა მეუღლემ ახსენა რომ 1943 წელს მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. დეტალები მცირეა, მაგრამ წიგნში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები და დის და ძმის გარდაცვალება წამყვან ფაქტორებს წარმოადგენდა.

2009 წელს დოკუმენტალური ფილმი, „ცხოვრება ბანკეტია:როზალინდ რასელის ცხოვრება“, ამერიკის მასშტაბით წარდგენილი იყო ფილმების ფესტივალზე.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Dick, Bernard F. (September 18, 2009). Forever Mame: The Life of Rosalind Russell. Univ. Press of Mississippi. ISBN 9781604731392. 
  2. Obituary Variety, December 1, 1976, page 79.
  3. Basinger, Jeanine (1993). A Woman's View: How Hollywood Spoke to Women, 1930-1960, Reprinted., Hanover: Wesleyan University Press, გვ. 178. ISBN 0-8195-6291-2. 
  4. 1910 United States Federal Census
  5. Rosalind Russell genealogy site; accessed April 9, 2014.
  6. Cozad, W. Lee (2006). More Magnificent Mountain Movies: The Silverscreen Years, 1940-2004, გვ. 145. ISBN 0-9723372-2-9. 
  7. „People“. Life: 51. November 10, 1941. ISSN 0024-3019.
  8. Russell, Rosalind (1977). Life Is a Banquet. New York: Random House. ISBN 978-0-394-42134-6. OCLC 3017310. 
  9. Sarvady, Andrea; Miller, Frank (2006) Leading Ladies: The 50 Most Unforgettable Actresses of the Studio Era. Chronicle Books, გვ. 169. ISBN 0-8118-5248-2. 
  10. Dick, Bernard F. (2006). Forever Mame: The Life of Rosalind Russell. Univ. Press of Mississippi, გვ. 256. ISBN 1-57806-890-8. 
  11. Los Angeles Times
  12. Russell, Rosalind (1977). Life Is a Banquet. New York: Random House. ISBN 978-0-394-42134-6. OCLC 3017310.