როზალბა კარიერა
როზალბა კარიერა | |
---|---|
![]() | |
დაიბადა | 7 ოქტომბერი, 1675[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ვენეცია[9] [7] [1] |
გარდაიცვალა | 15 აპრილი, 1757[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [10] [8] (81 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვენეცია[9] [1] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა, პორტრეტი[11] [12] , miniaturist[13] , ხელნაწერთა მხატვარი[13] , ავტოპორტრეტი[12] , genre art[12] , ფიგურა[12] და ალეგორია[12] |
როზალბა კარიერა, როზალბა ჯოვანნა კარიერა (იტალ. Rosalba Carriera, Rosalba Giovanna Carriera, დ. 7 ოქტომბერი, 1675,[14] ვენეცია — გ. 15 აპრილი, 1757, ვენეცია ) — იტალიელი მხატვარი, ფერმწერი, პასტელით ხატვის ოსტატი, მინიატურისტი, XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ვენეციური სამხატვრო სკოლის როკოკოს სტილის და საპორტრეტო ფერწერის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როზალბა კარიერა დაიბადა ვენეციაში, ადვოკატის ანდრეა კარიერას და ალბა ფორესტის ოჯახში, რომელიც ქარგავდა და მაქმანებს ამზადებდა. როზალბა დედასთან და დებთან ერთად მაქმანის ქსოვით და სხვა ხელსაქმით იყო დაკავებული. მიზეზები, რის გამოც მან დააარსა საკუთარი სამხატვრო სტუდია, უცნობია. მხატვრის ერთ-ერთმა პირველმა ბიოგრაფი, პიერ-ჟან მარიეტი, ვარაუდობდა, რომ როდესაც მაქმანის ინდუსტრიას მოგება აღარ მოჰქონდა და უკუ სვლა დაიწყო, როზალბას უნდა ეპოვა ახალი შესაძლებლობები საკუთარი თავისა და ოჯახის უზრუნველსაყოფად.[15] არაერთი მკვლევარის აზრით, მხატვარმა დაიწყო სპილოს ძვლის ტაბაკის მოხატვა — აქედან მომომდინარეობს მისი ინტერესი პორტრეტული მინიატურების მიმართ. როზალბა კარიერა პირველ მხატვრებს შორის იყო, რომელიც პერგამენტის ნაცვლად სპილოს ძვალს იყენებდა მინიატურების საფუძვლად.[16] მალე მან პასტელით პორტრეტების ხატვა დაიწყო. მის ნამუშევრებს აფასებდნენ და ყიდულობდნენ ვენეციის გამოჩენილი უცხოელი სტუმრები, როგორიცაა გრანდ-ტურის ახალგაზრდა არისტოკრატები და დიპლომატები. მის ადრეულ ნამუშევრებში შედის ბავარიელი მაქსიმილიან II-ის პორტრეტები, მისთვის პოზირებდნენ დანიის მეფე ფრედერიკ IV და ავგუსტუს ძლიერი, პოლონეთის მეფე და საქსონიის მმართველი, რომელმაც შეიძინა მისი პასტელების დიდი კოლექცია.
1704 წელს ოცდახუთი წლის ასაკში მხატვარი აირჩიეს წმინდა ლუკას გილდიაში და ასევე — რომის წმინდა ლუკას აკადემიაში. 1716 წელს, ვენეციაში, იგი შეხვდა მთავარ ფინანსისტს და ცნობილ კოლექციონერს პიერ კროზატს და, მისი რჩევით, 1720 წლის მარტში ოჯახთან ერთად გადავიდა პარიზში, სადაც მისმა პასტელებმა დიდი წარმატება მოიპოვა და გახდა როკოკოს წარმოშობის ხელოვნების ერთ-ერთი წყარო. საფრანგეთის დედაქალაქში როზალბამ მიიღო შეკვეთა სამეფო ოჯახის წევრების ოცდათექვსმეტი პორტრეტის სერიისთვის, მათ შორის რეგენტისა და თავად მეფის ჩათვლით. ახალგაზრდა ლუი XV-ის პორტრეტი მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. პარიზში როზალბა კარიერა ინახავდა დღიურებს და ვრცელ მიმოწერას. პარიზში მისი სტუდენტი იყო როკოკოს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი შვედურ ფერწერაში, გუსტაფ ლუნდბერგი. მისი სიძე, მხატვარი ანტონიო პელეგრინი, რომელიც დაქორწინდა მის დაზე — ანჟელაზე, იმ წელს ასევე იმყოფებოდა პარიზში. იმავე 1720 წელს როზალბა აირჩიეს პარიზის ფერწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიის წევრად. პასტელით ხატვისა და ხატვის ახალი სტილის თავისუფლება, ფერი და ხიბლი შემოვიდა განვითარებად როკოკოს სტილში, რომელიც მალე დომინანტი გახდა ფრანგულ ხელოვნებაში. მიუხედავად ტრიუმფისა პარიზში, მხატვარი 1721 წელს დაბრუნდა თავის სახლში ვენეციაში. როზალბა კარიერა დასთან ჯოვანასთან ერთად ეწვია მოდენას, პარმას და ვენას, სადაც დიდი ენთუზიაზმით მიიღეს საიმპერატორო კარზე. 1730 წელს როზალბა კარიერა ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა ვენაში, იმპერატორ ჩარლზ VI-ის კარზე, მისი ხელოვნების მცოდნესა და მფარველთან. იმპერატორმა შეაგროვა როზალბას ას ორმოცდაათზე მეტი პასტელის დიდი კოლექცია. კარიერას სტუდენტი ვენაში იყო ჩარლზ VI-ის ქალიშვილი, მომავალი იმპერატრიცა მარია ტერეზია.
1750-იან წლებში როზალბას მხედველობა გაუუარესდა: კატარაქტის ორმა ოპერაციამ ვერ უშველა და საბოლოოდ მხატვარმა მხედველობა მთლიანად დაკარგა. ის ოჯახის ყველა წევრის გარდაცვალებას მოესწრო, ბოლო წლები გაატარა პატარა სახლში ვენეციის დორსოდუროს რაიონში, სადაც გარდაიცვალა ოთხმოცდაერთი წლის ასაკში.[17]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როზალბა კარიერას ნამუშევრები საოცრად პოპულარული იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სამეფო კარზე და არისტოკრატიაში. ამ წარმატების საიდუმლო ნათელია: მისი ყველა პორტრეტი სავსეა უნაზესი ხიბლით, მისი გმირები მომღიმარი და ლამაზია (და საკმაოდ მორთული), მათი შინაგანი სამყარო სავსეა მგრძნობელობით და სიმსუბუქით და ახლოსაა როკოკოს მხატვრულ მსოფლმხედველობასთან. იგი ხანდახან მუშაობდა მუქ ფონზე გამჭვირვალე ღია ტონით, რათა გადმოეცა თმის ბუნებრივი ფერი, მაქმანის დელიკატურობა და გამჭვირვალობა, აბრეშუმის და ატლასის ქსოვილების ბზინვარება.
1700 წლის მისი ერთ-ერთი ადრეული პორტრეტი ასახავს ვენეციელ ანტიკვარისტს, კოლექციონერს და მხატვარ ანტონიო მარია ზანეტის, რომელმაც შეიძინა მხატვრის მრავალი ნამუშევარი და მიაწოდა ინფორმაცია მის შესახებ სხვა კოლექციონერებს ევროპაში მოგზაურობის დროს. ჯოზეფ „კონსული სმიტი“ მისი კიდევ ერთი თაყვანისმცემელი იყო და ასევე შეაგროვა დიდი რაოდენობა მხატვრის ნამუშევრების. მოგვიანებით, 1762 წელს, ეს კოლექცია ინგლისის მეფე ჯორჯ III-მ შეიძინა. ამ კოლექციაში შედის მისი მრავალი ავტოპორტრეტიდან ერთ-ერთი.
მისი ყველაზე ცნობილი ავტოპორტრეტი არის ის, რაც მან შეიტანა ფლორენციის უფიზის გალერეა — მედიჩის კოლექციაში. ეს ნამუშევარი გამოირჩევა იმ დროს გავრცელებული იდეალიზაციის არარსებობით. მხატვარმა საკუთარი თავი დიდი ცხვირით, წვრილი ტუჩებითა და ნიკაპზე ღრმა ღრმულით გამოსახა. მას ხელში უჭირავს მისი დის და თანაშემწე ჯოვანის პორტრეტი, რომელთანაც ძალიან ახლოს იყო.[18]
როზალბა კარიერა არ იყო მხოლოდ პორტრეტის მხატვარი. მან ასევე შექმნა რამდენიმე ალეგორიული ნაწარმოები, მათ შორის კომპოზიციები „ოთხი სეზონი“, „ოთხი ელემენტი“ და „ოთხი კონტინენტი“. ეს ალეგორიები წარმოდგენილი იყო ლამაზი, ნიმფის მსგავსი და მწირად შემოსილი ქალებით, რომლებსაც ხელში ეჭირათ სიმბოლოები, რომლებიც ასახავდნენ ნახატების შინაარსს.
როზალბა კარიერას ნამუშევარი მალე დავიწყებას მიეცა მას შემდეგ, რაც როკოკოს მოდა გაქრა. თუმცა, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფემინისტური მოძრაობის ტალღაზე, მხატვრის რომანტიზებული ბიოგრაფიები გამოჩნდა. გერმანელმა მწერალმა მიქაელა იარიმ მის შესახებ ისტორიული რომანი დაწერა.
როზალბა კარიერას პორტრეტების გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ლუი XV-ის პორტრეტი ახალგაზრდობაში. 1730-იანი წლები. ქაღალდი, პასტელი. სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ
-
მარია ტერეზა. 1730. ქაღალდი, პასტელი. ძველი ოსტატების გალერეა, დრეზდენი
-
გოგონას პორტრეტი ფუნთუშით (ახალგაზრდა ქალბატონი ლე ბლონდის ოჯახიდან). 1725. ქაღალდი, პასტელი. აკადემიის გალერეები, ვენეცია
-
ავტოპორტრეტი. 1746. ქაღალდი, პასტელი. აკადემიის გალერეები, ვენეცია
-
კარდინალ პოლინიაკის პორტრეტი. დაახლოვებით 1732. ქაღალდი, პასტელი. აკადემიის გალერეები, ვენეცია
-
ქალბატონის პორტრეტი ნიღბით. მუყაო, პასტელი. კარიპლოს ფონდი
-
ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი. 1745. ქაღალდი, პასტელი
-
კატარინა საგრედო ბარბარიგოს პორტრეტი. დაახლოვებით 1740. ქაღალდი, პასტელი
-
ანტუან ვატო. 1721. ქაღალდი, პასტელი. ლუიჯი ბაილოს მუზეუმი, ტრევიზო
-
ჰორასი უოლპოლი. ქაღალდი, პასტელი
-
ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი. ქაღალდი, პასტელი. აკადემიის გალერეა, ვენეცია
-
ზაფხულის ალეგორია. ქაღალდი, პასტელი. ბემბერგის ფონდი, ტულუზა
-
ავტოპორტრეტი ზამთრის გამოსახულებით. დაახლოვებით 1730. ქაღალდი, პასტელი. ძველი ოსტატების გალერეა, დრეზდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Angela О., Life and Work of Rosalba Carriera, Amsterdam:: Amsterdam University Press, 2020, ISBN 9789048541409.
- Агратина Е. Е., Венецианская художница Розальба Каррьера, М.: Спутник+, 2011. — გვ. 115, ISBN 978-5-9973-1464-4.
- Шварцман Н. А., Грезы и миражи в садах Версаля / Н. А. Шварцман, М.: Воскресный день, 2013. — გვ. 480, ISBN 978-5-7793-4400-5.
- Dobson A., Rosalba’s Journal and Other Papers, London: Chatto & Windus, 1915. — 304 p.
- Malamani V., Rosalba Carriera / Vittorio Malamani, Bergamo: Istituto italiano d'arti grafiche. — 126 p.(Collezione di monografie illustrate; pittori, scultori, architetti).
- Mehler U., Rosalba Carriera, 1673—1757 / Ursula Mehler, Königstein im Taunus: Ortensia Koenigstein, 2006. — 183 p, ISBN 3-0001-6194-5.
- Sani B., Rosalba Carriera / Bernardina Sani, Torino, Milano: U. Allemandi; Messaggerie libri, 1988. — 342 p, ISBN 8-8422-0136-7.;
- Walther A., Rosalba Carriera, VEB Verlag der Kunst, 1984(Maler und Werk).;
- Арган Дж. К., История итальянского искусства / пер. с ит. Г. П. Смирнова, М.: Радуга, 2000. — გვ. 533, ISBN 5-05-005095-2.
- Бенуа А. Н., История живописи всех времен и народов, ტ. 3, СПб.: ИД «Нева», 2002. — გვ. 512, ISBN 5-7654-1889-9.
- Федотова Е. Д., Венеция / Елена Федотова, М.: Белый город, 2002. — გვ. 383, 3000 ეგზ., ISBN 5-7793-0519-6.
- Levey M., [3] / Michael Levey, Ithaca, NY: Cornell University Press, 1980. — 256 p, ISBN 0-8014-1331-1.
- Wittkower R., Art and Architecture in Italy, 1600–1750 / Rudolf Wittkower, Harmondsworth, England; Baltimore, Maryland: Penguin Books, 1965. — 462 p.(The Pelican History of Art).;
- Власов В. Г., Каррьера Розальба Джованна // Стили в искусстве / В. Г. Власов, ტ. 2, СПб.: Кольна, 1996. — გვ. 543, ISBN 5-88737-005-X.
- Федотова Е. Д., Каррьера, Розальба // Европейское искусство / автор проекта А. Ю. Астахов; ред. коллегия: М. А. Бусев, В. В. Ванслов, И. А. Смирнова, Е. Д. Федотова (отв. ред.), ტ. II, М.: Белый город, 2006. — გვ. 415, 3000 ეგზ., ISBN 5-7793-0920-5.
- Bénézit E., Carriera (Rosalba) // Dictionnaire critique et documentaire des peintres, sculpteurs, dessinateurs et graveurs de tous les temps et de tous les pays, par un groupe d'écrivains spécialistes français et étrangers / entièrement refondue, revue et corrigée sous la direction des héritiers de E. Bénézit, ტ. 10, Paris: Gründ, 1976. — P. 559–560, 728 p, ISBN 2-7000-0150-8.
- Dittelbach T., Carriera, Rosalba (Rosalba Giovanna) // Allgemeines Künstlerlexikon / Saur; [Chefred.: Eberhard Kasten et al.], München, Leipzig: Saur, 1997. — S. 604–606, ISBN 3-598-22740-X.
- Gatto G., Carriera, Rosalba // Dizionario biografico degli Italiani / Alberto M. Ghisalberti, dir.; comitato diretivvo: Masssimiliano Pavan, condir.; Fiorella Bartoccini, Roma: Istituto della Enciclopedia italiana. — P. 745–749, XV, 819 p.
- Giacometti M., Carriera, Rosalba // Dictionary of Women Artists / edited by Delia Gaze, London: Fitzroy Dearborn. — P. 354–359, XLVIII, 1512 p, ISBN 1-884964-21-4.
- Paoletti P., Carriera, Rosalba Giovanna // {{{სათაური}}} / herausgegeben von Ulrich Thieme, ტ. 37, Leipzig: Verlag von E. A. Seeman, 1912. — S. 75–77.
- Sani B., Carriera, Rosalba // The Dictionary of Art / edited by Jane Turner, New York: Grove's Dictionaries, 1996. — P. 877–878, XIII, 928 p, ISBN 1-884446-00-0.;
- Freitag W. M., Art Books / Wolfgang M. Freitag, ed., New York, London: Garland Publishing, 1997. — P. 61, XXVI, 542 p.(Garland Reference Library of the Humanities), ISBN 0-8240-3326-4.
- Piland S., Women Artists / by Sherry Piland, Metuchen, NJ; London: Scarecrow Press, 1994. — P. 130–133, xvii, 454 p.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Розальба Каррера“ ვიკისაწყობში.
- Работы в музеях мира
- Статья в Британской энциклопедии
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Rosalba Giovanna Carriera
- ↑ 3.0 3.1 Rosalba Carriera — 2008.
- ↑ 4.0 4.1 Rosalba Carriera — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 SNAC — 2010.
- ↑ 7.0 7.1 7.2 Dr. Constant v. Wurzbach Carriera, Rosalba // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 2. — S. 294.
- ↑ 8.0 8.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #11865330X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Sani B. Carriera, Rosalba // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T014414
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 RKDartists
- ↑ 13.0 13.1 (unspecified title) — ISBN 9788417492908
- ↑ [1] დაარქივებული 2011-05-30 საიტზე Wayback Machine. Энциклопедия Британника
- ↑ Angela О. 2020, pp. 27–28, 41.
- ↑ Angela О. 2020, p. 50.
- ↑ Mehler U. Rosalba Carriera. 1673—1757: die Bildnismalerin des 18. Jahrhunderts [Rosalba Carriera, 1673—1757: Portrait Painter of the 18th Century]. — Königstein im Taunus: Ortensia Koenigstein, 2006. — Р. 31. — ISBN 978-3-00016-194-0
- ↑ Russo K. Carriera, Rosalba. Europe. 1450 to 1789: Encyclopedia of the Early Modern World. Gale — via Encyclopedia.com. [2] დაარქივებული 2023-04-18 საიტზე Wayback Machine.