შინაარსზე გადასვლა

როდრიგო ბორხა სევალიოსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როდრიგო ბორხა სევალიოსი
ესპ. Rodrigo Borja Cevallos
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1935(1935-06-19)[1]
დაბადების ადგილი კიტო
გარდაცვალების თარიღი 18 დეკემბერი, 2025(2025-12-18)[2] [3] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიტო
მოქალაქეობა  ეკვადორი
განათლება Central University of Ecuador
მეუღლე/ები Carmen Calisto
ჯილდოები Collar of the Order of Isabella the Catholic‎, ინფანტ დონ ენრიკეს ორდენის დიდი ჯაჭვი[4] და honorary doctor of the University of Paris 1 Pantheon-Sorbonne[5]

როდრიგო ბორხა სევალიოსი (დ. 19 ივნისი, 1935 – გ. 18 დეკემბერი, 2025) — ეკვადორელი პოლიტიკოსი, იურისტი და აკადემიკოსი, რომელიც 1988-დან 1992 წლამდე ეკვადორის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. იგი ასევე ბორჯიების საგვარეულოს შთამომავალი იყო.

მისი პრეზიდენტობა აღინიშნა ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გატარებული მკაცრი ეკონომიის ზომებით, პარტიზანული დაჯგუფების — ¡Alfaro Vive, Carajo!-ს განიარაღებით, პერუსთან დიალოგით სასაზღვრო კონფლიქტის მოსაგვარებლად, ეკვადორის აქტიური როლით რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობაში და მკვიდრი მოსახლეობის (ინდიელთა) ნაციონალური უფლებების აღიარებით.

ბორხა დაიბადა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, 1935 წლის 19 ივნისს და გაიზარდა ისტორიულ უბანში — ლა ჩილენაში.[6][7][8] იგი იყო ლუის ფელიპე ბორხა დელ ალკასარისა და აურელია სევალიოს განგოტენას ვაჟი. არსებობს მოსაზრება, რომ ის მამრობითი ხაზით რომის პაპ ალექსანდრე VI-ის პირდაპირი შთამომავალი იყო, მისი ვაჟის — განდიის მე-2 ჰერცოგის, ჯოვანი ბორჯიას მეშვეობით.[9][10][11]

იგი სწავლობდა „ბორხას პანსიონატში“ (Colegio Pensionado Borja) და კიტოს „ამერიკულ კოლეჯში“.[11] 1958 წელს მან ეკვადორის ცენტრალურ უნივერსიტეტში პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ხარისხი მიიღო, ხოლო 1960 წელს იურისპრუდენციის დოქტორი გახდა.[8][11] სტუდენტობის პერიოდში ბორხა ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოციაციას და მუშაობდა ჟურნალისტად რადიო HCJB-სა და გაზეთ „ელ კომერსიოში“ (El Comercio).[8][11]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორხას პოლიტიკური ინტერესები ადრეული ასაკიდანვე გამოუკვეთა. 1950-იან წლებში იგი შეუერთდა „ეკვადორის რადიკალურ-ლიბერალურ პარტიას“ (PL) და გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სტუდენტური ხმა კამილო პონსე ენრიკესის მთავრობის წინააღმდეგ.[8][11]

იგი 1962 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რადიკალურ-ლიბერალური პარტიიდან“ კონგრესის წევრად აირჩიეს.[8][11][12] ეს პოსტი მას 1963 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე ეკავა. გადატრიალების შემდეგ ბორხამ თავი ცენტრალურ უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების სწავლებას მიუძღვნა.[8] სამი წლის შემდეგ, სამხედრო ხუნტის დაცემისთანავე, 1966 წელს ბორხა აირჩიეს იურისტთა სპეციალური კომისიის წევრად. კომისიის დავალებას წარმოადგენდა იმ დამფუძნებელი კრების მუშაობაში მონაწილეობა, რომელიც 1966 წლის ოქტომბერში აირჩიეს.[8]

1967 წელს, მას შემდეგ რაც 1968 წლისთვის საპარლამენტო არჩევნები გამოცხადდა, ბორხამ და სხვა ახალგაზრდა აქტივისტებმა „რადიკალურ-ლიბერალური პარტია“ დატოვეს, რათა შეექმნათ არამარქსისტული მემარცხენე პარტია.[8] 1968 წელს მან დააარსა პარტია „დემოკრატიული მემარცხენეობა“ (Democratic Left), როგორც ხოსე მარია ველასკო იბარას მთავრობის ოპოზიციური ძალა.[8][11] 1960-იანი წლების ბოლოს ბორხა შვედეთში გაემგზავრა, სადაც ულოფ პალმეს შეხვდა.[7]

1970 წელს იგი ხელახლა აირჩიეს კონგრესში, თუმცა მან თავისი ადგილის დაკავება ვერ შეძლო, რადგან რამდენიმე დღეში კონგრესის მუშაობა შეჩერდა.[8] იგი ასევე ოპოზიციაში ედგა გილერმო როდრიგეს ლარას სამხედრო რეჟიმს.[8] 1978 წელს, ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ, ბორხამ შეძლო პარტიის ოფიციალურად რეგისტრაცია და იმავე წლის ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარდგა.[8][12]

ამ არჩევნებში ბორხამ ხმების 12% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა იგი კვლავ აირჩიეს დეპუტატად.[8] ხაიმე როლდოს აგილერას ადმინისტრაციის პერიოდში, ბორხა პარლამენტში მხარს უჭერდა პრეზიდენტს, თუმცა გარკვეული დათქმებით.[8] ბორხამ კენჭი კვლავ იყარა 1984 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში; იმ დროს გამოკითხვები მის კანდიდატურას დიდ უპირატესობას ანიჭებდა. მან ალიანსი შეკრა პარტიასთან „ხალხი, ცვლილება და დემოკრატია“ (PCD), ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი აქილეს რიგაილი იყო.[8] ბორხამ პირველ ტურში გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტურში ლეონ ფებრეს-კორდერომ აჯობა და პრეზიდენტი გახდა.[8] ამის მიუხედავად, „დემოკრატიული მემარცხენეობა“ (ID) საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერად იქცა, სანამ 1986 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში არ გაიმარჯვა.[8]

როდრიგო ბორხა (მარჯვნივ) რამირო გონსალესთან ერთად, 2004 წელი.

1994 წლის რეფერენდუმის შემდეგ ხელახალი არჩევა ნებადართული გახდა. მან 1998 წელს პრეზიდენტის პოსტზე იყარა კენჭი, მიიღო ხმების 12% და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წელს კვლავ იყარა კენჭი და ხმების 14%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.[8]

იგი ლუსიო გუტიერესისა და აბდალა ბუკარამის პრეზიდენტობის მწვავე კრიტიკოსი იყო.[12]

2003 წელს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მან თავი პედაგოგიურ საქმიანობას, „პოლიტიკის ენციკლოპედიის“ ხელმძღვანელობასა და მსოფლიოს მასშტაბით ლექციების კითხვას მიუძღვნა.[13]

2007 წელს ბორხა სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის გენერალურ მდივნად დაინიშნა. თუმცა, მომდევნო წელს იგი გადადგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე რეგიონულ ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა ინტეგრაციის მასშტაბებთან დაკავშირებით; ბორხა მხარს უჭერდა UNASUR-ს მყარი ინსტიტუციური სტრუქტურითა და ფართო უფლებამოსილებებით.[14]

2010 წლის 29 აპრილს ბორხა შეუერთდა ეკვადორის ენის აკადემიას და დაიკავა ადგილი „F“.[15]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Muere Rodrigo Borja Cevallos, expresidente de la República de Ecuador, a los 90 añosPrimicias.
  3. Mort de Rodrigo Borja, l'ancien président de l’Équateur, à l'âge de 90 ans — 2025.
  4. ENTIDADES ESTRANGEIRAS AGRACIADAS COM ORDENS PORTUGUESAS
  5. Arrêté du 18 février 1991 conférant le titre de docteur honoris causa — 1991. — ISSN 0242-6773
  6. Macmillan General Reference Staff (1 October 1988). Latin American lives: selected biographies from the five-volume Encyclopedia of Latin American history and culture. Prentice Hall & IBD, გვ. 161. ISBN 9780028650609. 
  7. 1 2 Bravo, Diego. Rodrigo Borja Cevallos: El legado político del expresidente tras su partida a los 90 años (18 December 2025). ციტირების თარიღი: 21 December 2025
  8. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Ortiz de Zárate Arce, Roberto. Rodrigo Borja Cevallos (10 August 1988). ციტირების თარიღი: 20 December 2025
  9. Salazar y Acha, Jaime de (2010). „Una rama subsistente del linaje de Borja en la América española“ (PDF). Boletín de la Real Academia Matritense de Heráldica y Genealogía (75): 16–17. OCLC 27332380. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 12 April 2012.
  10. Pardo de Guevara y Valdés, Eduardo - Instituto Padre Sarmiento de Estudios Gallegos (Santiago de Compostela), Galicia. Xunta: Actas de la XI Reunión Americana de Genealogía – Ascendencia de Don Rodrigo Borja Cevallos, Presidente del Ecuador, hasta San Fernando III, Rey de Castilla y León. Editorial CSIC - CSIC Press, 2005 – p. 947, pp. 536-537. ISBN 8400083369, ISBN 9788400083366
  11. 1 2 3 4 5 6 7 „¿Quién era Rodrigo Borja, el expresidente socialdemócrata que murió a sus 90 años?“. El Universo. 18 December 2025. ციტირების თარიღი: 20 December 2025.
  12. 1 2 3 Bravo, Diego. Rodrigo Borja: los momentos clave que lo consolidaron en la política del Ecuador (19 December 2025). ციტირების თარიღი: 21 December 2025
  13. Bravo, Diego (19 December 2025). „Las seis obras emblemáticas que marcaron la gestión presidencial de Rodrigo Borja“. Ecuavisa. ციტირების თარიღი: 21 December 2025.
  14. „Muere a los 90 años el ex presidente de Ecuador Rodrigo Borja, estadista y defensor de la integración suramericana“. El Mundo. 19 December 2025. ციტირების თარიღი: 21 December 2025.
  15. Sr. D. Rodrigo Borja Cevallos. ციტირების თარიღი: 21 December 2025