როდოსის საზღვაო კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდოსის საზღვაო კანონიზღვაოსნობისა და საზღვაო ვაჭრობის წესების კრებული, რომელიც შედგენილია ბიზანტიაში, VII–VIII საუკუნეებში და შემორჩენილია ეკლოგის დანართის სახით. ტრადიციით უკავშირდება მსხვილი სავაჭრო ცენტრის — კუნძულ როდოსის სახელწოდებას. შეიცავს ანტიკურ და შუა საუკუნეების სავაჭრო პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ, აგრეთვე ჯერ კიდევ რომაელი იურისტების მიერ დამუშავებულ სამართლის ჩვეულებებს. ცალკეულ ნორმებს საერთაშორისო ვაჭრობაში XV საუკუნემდე იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]