შინაარსზე გადასვლა

როდოსელ რაინდთა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდოსელ რაინდთა სახლი (იტალ. Casa dei Cavalieri di Rodi) — შენობა რომში. განთავსებული ავგუსტუსის ფორუმის ნანგრევებში, იგი აშენდა ჰოსპიტალიერთა რაინდების მიერ XIII საუკუნის ბოლოს და 1946 წლიდან გამოიყენება მათი მემკვიდრეების, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის მიერ.

ბაზილიანელთა მონასტერი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტუსის ფორუმი და მარს ულტორის ტაძარი სავარაუდოდ მიწისძვრებმა გაანადგურა V საუკუნეში. შუა საუკუნეებში მას რამდენიმე სახელით იცნობდნენ, თვით ფორუმს როგორც Foro transitorio, ნერვას ფორუმი და Foro di San Basilio, ხოლო ტაძარს როგორც იმპერატორ ტრაიანეს სასახლე, ან ნერვას ტაძარი. ამ კომპლექსის კედლები აღმოაჩინეს 1930-იანი წლების დემონტაჟის ფაზაში და დაათარიღეს IX-X საუკუნეებით.

ბაზილიანელთა ეკლესია იყო პატარა სამლოცველო, რომელიც აშენდა ტაძრის აფსიდაში. თავდაპირველად იგი განკუთვნილი იყო მონასტრისთვის.

მონასტერი დაანგრიეს 1930 წელს და შენობა გადაეცა რომის კომუნას, რომელმაც აღადგინა იგი 1940-1950 წლებში, სანამ გადასცემდა მალტის ორდენს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე.

  • Guido Fiorini, La casa dei Cavalieri di Rodi al Foro di Augusto, Libreria dello Stato, 1951

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]