როდოლფო უსიგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

როდოლფო უსიგლი (ესპ. Rodolfo Usigli; დ. 17 ნოემბერი, 1905 — გ. 18 ივნისი, 1979) — მექსიკელი დრამატურგი; „მექსიკის რევოლუციის დრამატურგად“ შერაცხილი.

უსიგლი დაიბადა იტალიელი მამისა და პოლონელი დედის ოჯახში მეხიკოში. დრამატურგიას იელში სწავლობდა 1935-36 წლებში როკფელერის სტიპენდიით. შემდგომში ჯერ პროფესორი, შემდეგ კი -- დიპლომატი გახდა. 1930-იან წლებში ის რადიო დადგმებზე მუშაობდა.