როდამ ჯანდიერი
| როდამ ჯანდიერი | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 5 მარტი, 1942[1] [2] |
| დაბ. ადგილი | სსრკ[1] |
| გარდ. თარიღი | 11 ივნისი, 2024[1] (82 წლის) |
| გარდ. ადგილი | საქართველო[1] |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მუსიკოსი[2] და პედაგოგი |
როდამ ჯანდიერი (დ.5 მარტი, 1942, საბჭოთა კავშირი, გ.11 ივნისი, 2024, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში. 1965 წელს დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სავიოლონო ფაკულტეტით. 1966 წლიდან არის თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" და თბილისისსახელმწიფო კონსერვატორიის ვიოლინოს პედაგოგი. 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი. ქართული რეპერტუარი: კონცერტები - გ. ბზვანელი (1969, პირველი შესრულება), რ. კემულარია (1970, პირველი შესრულება), ბალანჩივაძე პოემა ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1977, პირველი შესრულება), ა. მაჭავარიანი, ნ. გუდიაშვილი, მ. დავითაშვილი "პოემა" ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. კამერული ნაწარმოებები: ტ. ბაქრაძე სავიოლინო სონატა (1968, პირველი შესრულება), მ. დიაკვნიშვილი "ლირიკული ტრიპტიქი" (1988, პირველი შესრულება), ნ. გუდიაშვილი "პოემა", მისივე საფორტეპიანო ტრიო, რ. ათაბეგოვი სამი პიესა (1987, პირველი შესრულება). სხვა რეპერტუარი, კონცერტები: 20-მდე, მათ შორის: ბახი a-moll და E-dur, ბეთჰოვენი, ბრამსი, გლაზუნოვი, ერნსტი, ვენიავსკი, კაბალევსკი, კონიუსი, მენდელსონი, მოცარტი, პაგანინი N2, პროკოფიევი N1, ჩაიკოვსკი, შოსტაკოვიჩი N1, ბეთჰოვენის ათივე სავიოლინო სონატის ესტრადაზე პირველი და დღესდღეობით ერთადერთი ქართველი შემსრულებელი. იგი გახლდათ მევიოლინე, მოყვარული მხატვარი.[3]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1960 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია (ბაქო)
- 1957 - რესპუბლიკური კონკურსი, I პრემია (თბილისი)