როდამ ნარასიმჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როდამ ნარასიმჰა
დაბადების თარიღი 20 ივლისი 1933
ბანგალორი, მაისური
ბრიტანეთის ინდოეთი
ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 დეკემბერი 2020 (87 წლის)
ბანგალორი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი
მაისურის უნივერსიტეტი
პროფესია ჰიდროაეროდინამიკა
დამსაქმებელი ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი
ჯილდოები პადმა ბჰუშანი
პადმა ვიბჰუშანი
ლონდოენის სამეფო საზოგადოების წევრი

როდამ ნარასიმჰა (ინგლ. Roddam Narasimha; დ. 20 ივლისი, 1933, ბანგალორი  —  გ. 14 დეკემბერი, 2020, ბანგალორი) — ინდოელი მეცნიერი, ჰიდროაეროდინამიკის დარგის სპეციალისტი. [1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბანგალორში 1933 წელს. მამა ბანგალორის ცენტრალურ კოლეჯში ფიზიკის მასწავლებელი გახლდათ. 1949 წელს ჩაირიცხა ბანგალორის ტექნიკურ კოლეჯში (იმ დროს ასოცირებული იყო მაისურის უნივერსიტეტთან). კოლეჯი, სადაც ეუფლებოდა  მანქანათმშენებლობის პროფესიას, 1953 წელს დაამთავრა წარჩინებით.  მაგისტრის ხარისხი მიიღო ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტში, იქ სატიშ დავანის ხელმძღვანელობით ჩაატარაკლასიკური კვლევა  სასაზღვრო ფენის თვისებების ლამინარულიდან ტურბულენტურ ნაკადზე გადასვლისას. 1957 წელს ჩაირიცხა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 1961 წელს ჰანს ლიპმანის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია "ზოგიერთი ნაკადის პრობლემა იშვიათი გაზის დინამიკაში"(ინგლ. Some Flow Problems in Rarefied Gas Dynamics).[2]

1962 წელს ის დაბრუნდა ინდოეთის მეცნიერების ინსტიტუტში, სადაც 1999 წლამდე იკავებდა აერონავტიკის ინჟინერიის პროფესორის პოსტს. გამოიკვლია ტურბულენტობის ფენომენის სხვადასხვა ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რელამინარიზაციის მექანიზმებს, რომლის მეშვეობითაც თავდაპირველად ტურბულენტური ნაკადი ლამინირებული ხდება. კოლეგებთან ერთად  შეიმუშავა ღრუბლის ფორმირების ლაბორატორიული მოდელი და მისი რიცხვითი აღწერა, გაზომა ატმოსფერული სასაზღვრო ფენის თვისებები და მიიღო მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მუსონების აღწერისას.  წარადგინა 2011 წელს ტროპიკული ღრუბლების შესასწავლად გაშვებული ინდო-ფრანგული თანამგზავრ Megha-Tropiques - ის კონცეფცია.

გარდა ამისა, როდამ ნარასიმჰა  მუშაობდა ეროვნული აეროკოსმოსური ლაბორატორიების დირექტორად (1984-1993), სადაც მან ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციის განვითარებაზე. გახლდათ მოწინავე კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი (1997-2004). იგი ხელმძღვანელობდა ტექნიკური მექანიკის განყოფილებას, რომელიც მან შექმნა ჯავაჰარლალ ნერუს მოწინავე სამეცნიერო კვლევების ცენტრში (2000-2014). ის იყო რაჯივ განდისა და მანმოჰან სინგჰის მთავრობებთან არსებული სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ასევე ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ  ინდოეთის კოსმოსური კვლევების  მმართველი ორგანოს — ინდოეთის კოსმოსური კვლევების კომისიის (ISRO ) წევრი . ხსენებული თანამდებობიდან  გადადგა  2012 წლის თებერვალში, პროტესტის ნიშნად  კომისიის სამი ყოფილი ტექნოკრატის, მათ შორის გ. მადჰავან ნაირის — ინდოეთის კოსმოსური კვლევების კომისიის  ყოფილი თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანისთვის 2005 წელს  ISRO-ს კომერციულ ორგანიზაცია Antrix-სა და Devas Multimedia-ს შორის საკამათო გარიგებაში მათი სავარაუდო მონაწილეობის გამო. [3][4][5]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდამ ნარასიმჰა გარდაიცვალა 2020 წლის 14 დეკემბერს 87 წლის ასაკში ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად ბანგალორის MS Ramaiah Memorial Hospital-ში. მეცნიერს დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.[6]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sreenivasan K.R. Roddam Narasimha // Physics Today. — 2021. — Vol. 74, № 4. — P. 60. — doi:10.1063/PT.3.4731.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Narasimha, Roddam (1961). Some flow problems in rarefied gas dynamics (phd thesis). California Institute of Technology. Archived from the original on 15 December 2020. Retrieved 15 December 2020.
  2. esikan, Shubashree; Kulkarni, Tanu (16 December 2020). "An intellect with a passion for learning, discussing and teaching". The Hindu. Archived from the original on 16 December 2020. Retrieved 16 December 2020.
  3. "Roddam Narasimha: A keen scientific mind and scholar". The Week. Archived from the original on 15 December 2020. Retrieved 15 December 2020.
  4. "Nature - Prize Winners of the Year (2008)" (PDF). Nature. Archived (PDF) from the original on 5 March 2016. Retrieved 15 December 2020.
  5. "Optimal wing planforms for reducing the induced or total drag of the wing of an aircraft driven by wing-mounted tractor propellers/rotors", issued 2010-07-05
  6. "Padma Vibhushan awardee and eminent aerospace scientist Roddam Narasimha dies". Hindustan Times. 15 December 2020. Archived from the original on 15 December 2020. Retrieved 15 December 2020.
  7. "Padma Awards". pib. 29 January 2013. Archived from the original on 4 November 2013. Retrieved 29 January 2013.