რობინ ჰობი
მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმ ოგდენი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 5 მარტი, 1952 |
დაბადების ადგილი | ბერკლი[1] |
ფსევდონიმი | Megan Lindholm[1] და Robin Hobb[1] |
საქმიანობა | მწერალი[1] , რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | დენვერის უნივერსიტეტი |
ჟანრი | ფენტეზი[1] |
Magnum opus | Assassin's Apprentice[1] , Royal Assassin[1] და Assassin's Quest[1] |
ჯილდოები | ინკპოტის ჯილდო, გეფენის ჯილდო[3] და World Fantasy Award for Life Achievement[4] [5] |
მეუღლე | Fred Ogden[6] |
საიტი | robinhobb.com |
მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმ ოგდენი (ინგლ. Margaret Astrid Lindholm Ogden; დ. 5 მარტი, 1952), ცნობილი როგორც რობინ ჰობი და მეგან ლინდჰოლმი — ამერიკელი მწერალი. მას დაწერილი აქვს კომპლექტი სახელად „Realm of the Elderlings“ რომელიც შედგება ხუთი სერიისაგან. კომპლექტის პირველი წიგნი „მკვლელის შეგირდი“ (Assassin's Apprentice) გამოიცა 1995 წელს, ხოლო უკანასკნელი — „მკვლელის ბედი“ (Assassin's Fate) 2017 წელს. მისი წიგნების მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარეტ ასტრიდ ლინდჰოლმი დაიბადა 1952[7] წლის 5 მარტს ბერკლში (კალიფორნია). ათი წლის ასაკიდან იგი იზრდებოდა ფერბენკსში (ალასკა)[8]. ოსტინი ე. ლათროპის უმაღლესი სკოლის (Austin E. Lathrop High School) დამთავრების შემდეგ იგი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა დენვერის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდგომ ლინდჰოლმი დაბრუნდა ალასკაში. თვრამეტი წლის ასაკში იგი დაქორწინდა ფრედ ოგდენზე. ამავე წელს ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ფრედის მშოლიურ ქალაქში „კოდიაკში“.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოქმედება როგორც „მეგან ლინდჰოლმი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლინდჰოლმმა მისი პირველი ნაწარმოებები გაყიდა საბავშვო მაღაზიებში, სწორედ ამიტომ მწერლის კარიერის ადრეული შემოქმედება მოიცავს საბავშვო ლიტერატურას. თავდაპირველად ლინდჰოლმის ნაწარმოებები გამოჩნდა ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა: „Humpty Dumpty“, „Jack and Jill“ და „Highlights for Children“. მან ასევე შეიმუშავა საგანმანათლებლო მასალა, მოკლე ტექსტური ნამუშევრებით შექმნა სპეციალური ლექსიკური სია, რომელიც გამოყენებულია როგორც „SRA“-ს (Science Research Associates) პროგრამირებული კითხვის მასალა.
1970-იან წლებში ლინდჰოლმმა დაიწყო მოკლე ნაწარმოებების წერა ფანტასტიკის ჟანრში. მისი პირველი გაყიდვადი ნაწარმოები ფანტასტიკის ჟანრში იყო "Bones for Dulath", რომელიც გამოჩნდა 1979 წელს. სწორედ ამ ანთოლოგიის მეშვეობით მოხდა მისი განმეორებადი პერსონაჟების გის და ვანდიენის გამოჩენა[9]. იგი გამოცემულია DAW Books-ის მიერ. ამავე ანთოლოგიას მოპოვებული აქვს World Fantasy Award ჯილდო წლის საუკეთესო ანთოლოგიის ნომინაციაში გამარჯვებისათვის. გის და ვანდიენის მეორე ისტორია "The Small One" გამოცა Fantastic Stories-მა 1980 წელს. 1995 წლამდე იგი აგრძელებდა წერას როგორც მეგან ლინდჰოლმი. ლინდჰოლმის პირველი რომანი „Harpy's Flight“ (ჰარპის ფრენა) გამოქვეყნდა Ace-ის მიერ 1983 წელს.
შემოქმედება როგორც „რობინ ჰობი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობინ ჰობი არის ლინდჰოლმის ფსევდონიმი, რომელსაც იგი იყენებდა ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებების წერისას. ფსევდონიმი პირველად გამოჩნდა 1995 წელს.
რობინ ჰობის პირველი რომანი „მკვლელის შეგირდი“, შემდგომში გახდა სამი ტრილოგიისაგან შემდგარი კომპლექტის პირველი ტომი. 2003 წლისთვის რობინ ჰობს გაყიდული ჰქონდა თავისი ცხრა ნაწარმოების მილიონზე მეტი ეგზემპლარი.
1998-2000 წლებში რობინ ჰობმა გამოუშვა მეორე ტრილოგია (Liveship Traders Trilogy), რომელიც მოგვითხრობს ისტორიას გემზე მცხოვრები ოჯახის შესახებ. 2009-2013 წლებში მან გამოუშვა ოთხი რომანი, რომლებიც ერთიანდებიან სერია „ველური წვიმის ქრონიკებში“.
„ჯარისკაცის ძის“ ტრილოგია (The Soldier Son trilogy) არის ჰობის ერთადერთი რომანი რომლის მოქმედებაც არ ვითარდება „Realm of the Elderlings series“-ის სამყაროში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად ლინდჰოლმი ორივე სახელით აქვეყნებს ნაწარმოებებს. იგი ცხოვრობს ვაშინგტონში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი როგორც მეგან ლინდჰოლმი
- ოფიციალური საიტი როგორც რობინ ჰობი
- Megan Lindholm at the Internet Speculative Fiction Database
- Robin Hobb at the Internet Book List
- Megan Lindholm at the Internet Book List
- Robin Hobb at Fantasy Literature
- Robin Hobb ატ Library of Congress Authorities, with 21 catalog records
- Margaret Ogden (no records) and Megan Lindholm (10) at LC Authorities
ინტერვიუები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Interview conducted by Annaïg Houesnard for Elbakin.net during "Les Imaginales" 2008.
- Interview conducted by Rob Bedford for sffworld.com
- Interview conducted by Patrick for sffworld.com
- Interview on wotmania.com
- Hobb, Robin (May 20, 2011). "ITW: Robin Hobb". KissMyGeek (Interview) (in French). Interviewed by Maïté Hoste. Archived from the original on 2018-09-29.
- Hobb, Robin (September 20, 2005). "My Six Duchies Session with Robin Hobb" (Interview). Interviewed by Jay Tomio. Archived from the original on 2018-10-22.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Hobb, Robin / P. Nicholls, J. Clute, D. Langford — 2017. — ISSN 3049-7612
- ↑ Robin Hobb: ‘Fantasy has become something you don’t have to be embarrassed about’ — The Guardian, 2017.
- ↑ https://locusmag.com/2019/10/2019-geffen-awards-winners/
- ↑ https://theplenty.net/news/2021/07/megan-lindholm-to-receive-world-fantasy-award-for-life-achievement
- ↑ http://www.worldfantasy.org/world-fantasy-awards%e2%84%a0-2021/
- ↑ Hobb, Robin". Last updated May 26, 2014. The Encyclopedia of Science Fiction (sf-encyclopedia.com). Retrieved 2014-08-03.
- ↑ "About the Author" Robin Hobb (official website). Archived from the original on 2015-07-03.
- ↑ "Shorts" Megan Lindholm (official website). Archived from the original on 2016-01-31.