რობინ მორგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
რობინ მორგანი
RobinMorgan profile.jpg
მორგანი 2012 წელს
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1941 (1941-01-29) (81 წლის)
ფლორიდა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა ავტორი, პოეტი, ჟურნალისტი, ლექტორი, ედიტორი
აქტიური 1940-იანები-დღემდე
მეუღლე(ები) კენეტ პიჩფორდი (განქორწინებული)
შვილ(ებ)ი 1
საიტი [1]

რობინ მორგანი (ინგლ. Robin Morgan; დ. 29 იანვარი, 1941) — ამერიკელი პოეტი, ავტორი, პოლიტიკური თეორეტიკოსი და აქტივისტი, ჟურნალისტი, ლექტორი და ყოფილი მსახიობი. 1960-იანი წლების დასაწყისიდან ის იყო ამერიკული ქალთა მოძრაობის მთავარი ფემინისტი წევრი და საერთაშორისო ფემინისტური მოძრაობის ლიდერი. მისი 1970 წლის ანთოლოგია Sisterhood is Powerful ფართოდ იყო მიჩნეული აშშ-ში თანამედროვე ფემინისტური მოძრაობის დასაბამად, ხოლო ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ წიგნი მოიხსენია, როგორც „მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი წიგნებიდან ერთ-ერთი“. დაწერილი აქვს 20-ზე მეტი პოეტური, მხატვრული და არამხატვრული წიგნი.

1960-იან წლებში იგი მონაწილეობდა სამოქალაქო უფლებებისა და ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობებში; 1960-იანი წლების ბოლოს იყო ისეთი რადიკალური ფემინისტური ორგანიზაციების დამფუძნებელი წევრი, როგორიცაა New York Radical Women და WITCH. ასევე დააარსა ქალთა მედია ცენტრი აქტივისტ გლორია სტეინემთან და მსახიობ/აქტივისტ ჯეინ ფონდასთან ერთად. 2018 წელს ის მოხვდა BBC-ის 100 ქალთა შორის. [1]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორგანი WOR რადიო სტუდიაში რობინ მორგანის შოუში 1946 წელს

ბავშვობაში, დედამისმა ფეიზმა და დეიდა სალიმ რობინს მოდელობა დააწყებინა. ხუთი წლის ასაკში ჰქონდა თავისი სახელობის სატელევიზიო პროგრამა, სახელწოდებით პატარა რობინ მორგანი, რომელიც ნიუ-იორკის რადიოსადგურ WOR-ზე გადიოდა. ის ასევე იყო არასრულწლოვანთა ჟიურის ქსელის რეგულარული მონაწილე. მისი სამსახიობო კარიერა რვა წლის ასაკში დაიწყო სერიალით, დედა, სერიალში თამაშობდა ამერიკული ოჯახის უმცროსი ქალიშვილის, დაგმარ ჰანსენის როლს. შოუს პრემიერა შედგა CBS-ზე 1949 წელს პეგი ვუდის მონაწილეობით და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ტელევიზიის ოქროს ხანის დროს მორგანმა ითამაშა ისეთ სატელევიზიო სპექტაკლებში, როგორებიცაა: კოცნა და თელი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში. ითამაშა მრავალ დრამაში, მათ შორისაა: ომნიბუსი, შეჩერება, ხიფათი, ჰოლმარკის დიდების დარბაზი, რობერტ მონტგომერის საჩუქრები, ხვალინდელი ზღაპრები და კრაფტის თეატრი . სხვადასხვა დროს მუშაობა მოუწია რეჟისორებთან: სიდნი ლუმეტი, ჯონ ფრანკენჰაიმერი, რალფ ნელსონი; ითამაშა ისეთ მსახიობებთან, როგორებიცაა ბორის კარლოფი, როზალინდ რასელი, ბილ "ბოჯანგლსი" რობინსონი და კლიფ რობერტსონი.

მას მსახიობობაზე მეტად წერა სურდა. იგი დედამისის სურვილს, დარჩენილიყო სამსახიობო შოუბიზნესში დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. საბოლოოდ, ამერიკული სერიალში, დედა-ში მონაწილეობა 14 წლის ასაკში შეწყვიტა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც კი სრულწლოვანი გახდა, სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში და მდივნად დაიწყო მუშაობა კურტის ბრაუნის ლიტერატურულ სააგენტოში მდივნად, სადაც გაიცნო და მუშაობდა ისეთ მწერლებთან, როგორიც იყო პოეტი უისტენ ჰიუ ოდენი 1960-იანი წლების დასაწყისში. ამ პერიოდში დაიწყო საკუთარი პოეზიის გამოქვეყნება (მოგვიანებით შეგროვდა მის პირველ ლექსების წიგნში Monster, რომელიც გამოიცა 1972 წელს). მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, პოლიტიკურ აქტივიზმთან, მხატვრული და არამხატვრული პროზის წერასთან, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ქალთა უფლებების შესახებ ლექციების წაკითხვასთან ერთად, მორგანი წერდა და აქვეყნებდა პოეზიას.

მორგანი დააპატიმრეს Grove Press-ში, 1970 წელს

1962 წელს მორგანი დაქორწინდა პოეტ კენეტ პიჩფორდზე. 1969 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, ბლეიკ მორგანი. იმ დროს ის მუშაობდა Grove Press-ში რედაქტორად და მონაწილეობდა საგამომცემლო ინდუსტრიის გაერთიანების მცდელობაში. როდესაც Grove Press-მა მორგანი და სხვა რამდენიმე ქალი გაათავისუფლა, მან საპროტესტო აქცია მოაწყო, სადაც მორგანი და კიდევ რვა ქალი დააკავეს.

1970-იანი წლების შუა ხანებში მორგანი გახდა ჟურნალ Ms.-ის დამხმარე რედაქტორი, სადაც მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა. იყო ჟურნალის მთავარი რედაქტორი 1989 წლიდან 1994 წლამდე, მის დროს ჟურნალი ყოველგვარი რეკლამის გარეშე გადაიქცა წარმატებულ საერთაშორისო გამოცემად, რომელმაც მოიპოვა ჯილდოები წერისა და დიზაინისთვის. ჟურნალმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჟურნალისტებს შორისაც.

2005 წელს მორგანმა მეგობრებთან ერთად მსახიობსა და აქტივისტთან, ჯეინ ფონდასთან და აქტივისტ გლორია სტაინემთან ერთად დააარსა არაკომერციული პროგრესული ქალთა მედია ორგანიზაცია. შვიდი წლის შემდეგ, 2012 წელს, მან დაიწყო ყოველკვირეული რადიო შოუ და პოდკასტი, ქალთა მედია ცენტრი რობინ მორგანთან. გადაცემა შეიცავს მორგანის კომენტარებს ახალი ამბების შესახებ და ინტერვიუებს აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან, ავტორებთან, მსახიობებთან და ხელოვანებთან.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობინ მორგანი გაიზარდა ნიუ-იორკში, ჯერ მაუნტ ვერნონში, შემდეგ კი მანჰეტენზე, სატონ პლეისზე. დაამთავრა The Wetter School მაუნტ ვერნონში. მან თავისი პირველი სერიოზული პოეზია ლიტერატურულ ჟურნალებში 17 წლის ასაკში გამოაქვეყნა.

დღეს რობინ მორგანი ცხოვრობს მანჰეტენზე. ბლეიკ მორგანი, მისი ვაჟი ყოფილ ქმართან კენეტ პიჩფორდთან ცხოვრობს. მისი ვაჟი მუსიკოსი, ჩამწერი შემსრულებელი და ნიუ-იორკში დაფუძნებული ჩამწერი კომპანიის, ECR Music Group-ის დამფუძნებელია.

2013 წლის აპრილში, მორგანმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მას დაუსვეს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი, [2] ასევე, თქვა, რომ მას დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს, მაგრამ მისი ცხოვრების ხარისხი ამ დრომდე "ნორმალური" იყო. [3] დიაგნოზის დადგენის შემდეგ მორგანი გააქტიურდა პარკინსონის დაავადების ფონდთან, ასევე გაიარა ტრენინგი, რათა გახდეს ორგანიზაციის პარკინსონის ადვოკატთა კვლევის ინიციატივის ნაწილი. [4] მორგანმა ასევე დაწერა ახალი პოეზია, რომელიც შთაგონებულია დაავადებასთან ბრძოლით და წაიკითხა ზოგიერთი ლექსი TED Talk-ზე, TEDWomen 2015 კონფერენციაზე. [5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „BBC 100 Women 2018: Who is on the list?“. BBC News (ინგლისური). 19 November 2018. ციტირების თარიღი: 23 July 2019.
  2. Robin Morgan: Agent of Change for Women with Parkinson's. ციტირების თარიღი: 8 January 2015
  3. Morgan, Robin. WMC Live #33. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-08. ციტირების თარიღი: 8 January 2015
  4. PAIR: Women's Media Center Live with Robin Morgan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-08. ციტირების თარიღი: 2022-02-11.
  5. Robin Morgan: 4 powerful poems about Parkinson's and growing older | TED Talk. TED.com. ციტირების თარიღი: 2017-04-13