რობინია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობინია
Robinia pseudoacacia
Robinia pseudoacacia
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ფარულთესლოვნები
რიგი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
გვარი:  რობინია
ლათინური სახელი
Robinia

რობინია (Robinia), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ყვავილები მტევან ყვავილედში აქვთ თავმოყრილი. 20-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

საქართველოში კულტივირებულია 4 სახეობა, მათ შორის უფრო გავრცელებულია ცრუაკაცია (თეთრი აკაცია), რომელიც ველურდება (მაგ., კოლხეთში) და ხშირად წარმოადგენს სარეველა მცენარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 418, თბ., 1984