რობინა ნაბანჯა
| რობინა ნაბანჯა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 17 დეკემბერი, 1969[1] (56 წლის) |
| დაბადების ადგილი | კაკუმიროს რაიონი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | ნკოოკოს დაწყებითი სკოლა[2] , კიანკვანზი, უგანდის მოწამეთა უნივერსიტეტი[2] , უგანდის მართვის ინსტიტუტი[3] და უგანდის ისლამური უნივერსიტეტი[3] |
რობინა ნაბანჯა (დ. 17 დეკემბერი, 1969) — უგანდელი მასწავლებელი და პოლიტიკოსი. უგანდის პირველი ქალი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი.[4] პარლამენტმა მისი კანდიდატურა ოფიციალურად 2021 წლის 21 ივნისს დაამტკიცა,[5] რითაც მან რუჰაკანა რუგუნდა შეცვალა, რომელიც მოგვიანებით უგანდის პრეზიდენტის აპარატში განსაკუთრებულ დავალებათა ელჩად დაინიშნა. იგი გარდაცვლილი ჯონ კაიირას (რომელიც ფერმერიც იყო და მკერავიც) და ნზერემერი ნაკატოს ქალიშვილია.
2019 წლის 14 დეკემბრიდან[6] 2021 წლის 3 მაისამდე,[7] იგი უგანდის კაბინეტში ჯანდაცვის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ამავდროულად, იგი მე-11 მოწვევის პარლამენტში (2021–2026 წლებში) კაკუმიროს ოლქის ქალთა წარმომადგენლად არჩეული პარლამენტის წევრია; ამავე მოვალეობას იგი მე-10 მოწვევის პარლამენტშიც (2016–2021 წლებში) ასრულებდა.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://nilepost.co.ug/2021/06/10/nabbanja-i-have-been-rdc-mp-minister-so-what-is-difficult-about-being-prime-minister/
- ↑ 2.0 2.1 https://www.newvision.co.ug/category/news/i-am-ready-to-serve-robinah-nabbanja-ugandas-106157
- ↑ 3.0 3.1 https://www.newvision.co.ug/category/news/nabbanja-kakumiros-icon-named-prime-minister-105554
- ↑ Uganda Radio Network. (9 June 2021) New Cabinet: Museveni drops Kuteesa, 10 ministers. ციტირების თარიღი: 9 June 2021
- ↑ Xinhua world news summary at 1530 GMT, June 14.
- ↑ Monitor Reporter. (14 December 2019) Museveni Shuffles Cabinet, Drops Muloni, Appoints Magyezi. ციტირების თარიღი: 18 December 2019
- ↑ The Independent. (3 May 2021) President Museveni hosts cabinet farewell luncheon. ციტირების თარიღი: 9 June 2021
- ↑ Parliament of Uganda. (2016) Parliament of Uganda Members of the 10th Parliament: Nabbanja Robinah. Parliament of Uganda. ციტირების თარიღი: 30 January 2020