რობერ IV დე ლა მარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობერ IV დე ლა მარკი

გრაფი რობერ IV დე ლა მარკი (ფრანგ.: Robert IV de La Marck), (* 15 იანვარი, 1512, სედანი; † 1556), ბუიონის ჰერცოგი და სედანის ბატონი. მისი მშობლები იყვნენ რობერ III დე ლა მარკი და გიიომეტა ფონ ზაარბრიუკენი. 1547 წელს რობერ IV საფრანგეთის მარშალი გახდა. 1538 წელს იქორწინა ფრანსუაზა დე ბრეზე, გრაფინია დე მოლევრიერზე, რომელიც დიანა დე პუატიეს ასული იყო და მასთან 9 შვილი შეეძინა. 1556 წელს რობერ IV იმპერატორ კარლ V-ის ბრძანებით მოწამლეს.