შინაარსზე გადასვლა

რობერტ შავლაყაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ შავლაყაძე

რობერტ შავლაყაძე 1960 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი რობერტ მიხეილის ძე შავლაყაძე
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1933
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 4 მარტი, 2020 (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი[1]
სიმაღლე 186 სმ
წონა 80 კგ
სპორტი
ქვეყანა სსრკ და საქართველო
სახეობა სიმაღლეზე ხტომა
კლუბი დინამო თბილისი
მწვრთნელი ბორის დიაჩკოვი
ჯილდოები ლენინის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

რობერტ შავლაყაძე (დ. 1 აპრილი 1933, თბილისი — გ. 4 მარტი, 2020[2]) — ქართველი მძლეოსანი (სიმაღლეზე ხტომა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960).

1955 წელს დაამთავრა ფიზკულტურის ინსტიტუტი. 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 58, 59, 60, 61, 62, 63), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1988-93). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სეოკის აღმასკომის წევრი. ლენინის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და სოკის ორდენის კავალერი.

1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე რობერტ შავლაყაძემ 3-ჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი. ფინალში ჯერ 212 სმ დაძლია, შემდეგ 214 სმ, ჩემპიონობა კი 216 სმ-ზე გადებულ თამასაზე გადახტომით მოიპოვა.[3] საერთო ჯამში ოლიმპიური რეკორდი ფინალში მან, ვიცე-ჩემპიონმა ვალერი ბრუმელმა (სსრკ), ბრინჯაოს მედალოსანმა ჯონ თომასმა (აშშ) და მეოთხე ადგილზე გასულმა ვიქტორ ბოლშოვმა (სსრკ) დაამყარეს/გაიმეორეს.

1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა. მე-4 ადგილზე გასული სტიგ პეტერსონის (შვედეთი) მსგავსად, რობერტ შავლაყაძემაც 214 სმ დაძლია, თუმცა მეტი ცდით. 1977–1980 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა. 1981–1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „რობერტ შავლაყაძე“.

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
მძლეოსნობა
ბელგრადი, იუგოსლავია
ევროპის ჩემპიონატი 1962 3rd
რომი, იტალია
ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960 1st

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]