რობერტ სტურუა (უფროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სტურუა.

რობერტ ივანეს ძე სტურუა (დ. 4 მაისი, 1916, სოფ. ნაბაკევი, დაბა კულაში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 21 იანვარი, 1982, თბილისი) — ქართველი ფერმწერ-მონუმენტალისტი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1939 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე.

მისი შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა „გამარჯვების ზეიმი“ — ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა (1945–1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951); „ხალხთა მეგობრობის“ — სოფელ შრომის (ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი (1953–1956); „ბოროტსა სძლია კეთილმან“ — მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული (1957–1960); ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.

საგულისხმოა რ. სტურუას ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში. კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994