შინაარსზე გადასვლა

რობერტ სიმსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ სიმსონი
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი, 1687(1687-10-14)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი West Kilbride, შოტლანდიის სამეფო[2]
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1768(1768-10-01)[1] [2] [3] [4] (80 წლის)
გარდ. ადგილი გლაზგო, დიდი ბრიტანეთის სამეფო[4] [2]
დასაფლავებულია Ramshorn Cemetery, Glasgow[5]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი[6] , historian of mathematics და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი გლაზგოს უნივერსიტეტი[2] [7]
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი[8] [2]
განთქმული მოსწავლეები William Trail[2]

რობერტ სიმსონი (ინგლ. Robert Simson; დ. 14 ოქტომბერი, 1687 — გ. 1 ოქტომბერი, 1768) — შოტლანდიელი მათემატიკოსი, მედიცინის დოქტორი, გლაზგოს უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი.

1723 წელს ჟურნალ „Philosophical Transactions“-ის მე ორმოცე ტომში, სათაურით „Two general propositions of Pappus, in which many of Euclid’s porisms are included“, დაიბეჭდა სიმსონის პირველი ნაშრომი; ამას მოჰყვა „Apollonii Pergaei locorum pianorum libri II, restituti a Rob. Simson“ (გლაზგო, 1749) და მრავალჯერ გადაცემული სახელმძღვანელო „The Elements of Euclid“ (1756). სიმსონის სხვა თხზულებებიდან აღსანიშნავია: „Sectionum conicarum libri V“ (ედინბურგი, 1735; თარგმნილია გერმანულ ენაზე) და „On the extraction of the approximate roots of numbres by infinite serius“ („Philos. Transact.“, 1753).

სიმსონის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მისი მრავალი გამოუქვეყნებელი ხელნაწერი. მათი ნაწილისგან შედგა 1776 წელს გამოცემული კრებული „Simson’s opera quaedam reliqua“, რომელიც მოიცავს ნაშრომებს: „Apollonii Pergaei de sectione determinata“, „porismatum liber“, „de logarithmis liber“, „On the limits of quantities and ratios“ და „Some geometrical problems“. ამ თხზულებათაგან მეორეში ავტორი იძლევა „პორიზმის“ განმარტებას ევკლიდესეული გაგებით. გეომეტრების მიერ მოგვიანებით მიღებული ეს დეფინიცია მეცნიერებაში თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში ნარჩუნდებოდა. აღნიშნულ კრებულზე ერთი წლით ადრე დღის სინათლე იხილა ასევე სიმსონის კუთვნილმა ნაშრომმა „Elements of the Conic Sections“ (ედინბურგი, 1775).

დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ წრფე, რომელიც „სიმსონის წრფის“ სახელითაა ცნობილი და რომელიც გადის სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რომელიმე წერტილიდან მის გვერდებზე დაშვებული პერპენდიკულარების ფუძეებზე, რეალურად არასოდეს ეკუთვნოდა სიმსონს.

  • Симсон, Роберт // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Шаль, Мишель. Исторический обзор происхождения и развития геометрических методов. Гл IV, n. 27-36 и Прим. III. О поризмах Евклида. М., 1883.
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 3 4 5 6 7 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 3 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. Find a Grave — 1996.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #117630233 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. https://www.universitystory.gla.ac.uk/people/WH0065
  8. Mathematics Genealogy Project — 1997.