რობერტ მშვიდობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ მშვიდობაძე
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1989 (1989-08-17) (34 წლის)
დაბ. ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
წონა 60 კგ
სპორტი
ქვეყანა რუსეთი
სპორტი ძიუდო
კლუბი დინამო და ორენბურგი

რობერტ მშვიდობაძე (დ. 17 აგვისტო, 1989, გორი) — ქართული წარმოშობის რუსი ძიუდოისტი. ამჟამად ასპარეზობს -60კგ წონით კატეგორიაში. 2011 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ზაფხულის უნივერსიადაზე. 2017 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. 2018 წელს დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მოიპოვა ვერცხლის მედალი. 2020 წელს მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალში დაამარცხა რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე.

რესურები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]