შინაარსზე გადასვლა

რობერტ მიულერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ მიულერი
ინგლ. Robert Swan Mueller
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1944(1944-08-07)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 20 მარტი, 2026(2026-03-20)[6] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი შარლოტსვილი[7]
მოქალაქეობა  აშშ[8] [9] [10]
განათლება პრინსტონის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, University of Virginia School of Law, St. Paul's School და Princeton Day School
მამა Robert Swan Mueller Jr.
დედა Alice C. Truesdale[11]
ჯილდოები ბრინჯაოს ვარსკვლავი[12] , მეწამული გული[12] , Navy and Marine Corps Commendation Medal, Combat Action Ribbon[12] , Navy Meritorious Unit Commendation[12] , National Defense Service Medal[12] , Vietnam Service Medal[12] , Gallantry Cross, Civil Actions Medal, Vietnam Campaign Medal[12] , Time 100 და Time 100

რობერტ სვონ მიულერი III (ინგლ. Robert Swan Mueller III, /ˈmʌlər/; დ. 7 აგვისტო, 1944, ნიუ-იორკი, — გ. 20 მარტი, 2026, შარლოტსვილი, ვირჯინია) — ამერიკელი იურისტი, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი (2001–2013).

დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი (1966), მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის (1967) და ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის (1973) ხარისხი. 1968–1971 წლებში მსახურობდა საზღვაო ქვეითთა კორპუსში, მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. წლების განმავლობაში მსახურობდა აშშ სამართალდამცავ უწყებებში, მ. შ. პროკურორად მასაჩუსეტსში (1986–1987) და კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში (1998–2001).

2001 წლის სექტემბერში, 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად. ახალი გამოწვევების საპასუხოდ მიულერმა FBI-ის ძირითადი მისიად ტერორიზმთან ბრძოლა აქცია. კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა არალეგალურ ფარულ მოსმენებს, FBI-ის თანამშრომლების მონაწილეობას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საპყრობილეებში მიმდინარე ე. წ. „გაფართოებული დაკითხვის“ პროცედურებში. FBI-ის დირექტორად მუშაობის დროს ორჯერ ეწვია საქართველოს (2010,[13] 2013[14]). 2013–2017 წლებში კერძო სექტორში მუშაობდა.

2017–2019 წლებში მიულერი იყო აშშ იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი. ხელმძღვანელობდა 2016 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებას. მიულერის მიერ წარდგენილ საბოლოო ანგარიშში (2019 წლის მარტი) აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის დანაშაულებრივი კავშირი არ დადასტურდა, გამოძიება პრეზიდენტს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ნაწილში „არ ათავისუფლებდა ბრალეულობისგან“. რობერტ მიულერი გარდაიცვალა 2026 წლის 20 მარტს, 81 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. GeneaStar
  2. Munzinger Personen
  3. NNDB — 2002.
  4. WorldCat EntitiesOCLC, Inc., 2022.
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #1135446067 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. Akers M. A. Former FBI director and special counsel Robert Mueller has died — 2026.
  7. Former FBI director and special counsel Robert Mueller has diedMS NOW, 2026.
  8. A New F.B.I. Director Prepares to Take the Reinsნიუ-იორკ ტაიმზი, 2013.
  9. Bush Lets U.S. Spy on Callers Without Courtsნიუ-იორკ ტაიმზი, 2005.
  10. Trial Ending for Boston F.B.I. Agent Accused of Mob Tiesნიუ-იორკ ტაიმზი, 2002.
  11. Pas L. v. Genealogics — 2003.
  12. 1 2 3 4 5 6 7 Mueller military documents
  13. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი თბილისს სტუმრობს, „სამოქალაქო საქართველო“, 7 მაისი, 2010.
  14. აშშ–ის ელჩი საქართველოში გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვიზიტის შესახებ, „სამოქალაქო საქართველო“, 9 მაისი, 2013.