რობერტ კეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობერტ კეინი
Robert Kane (chemist).jpg
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი 1809(1809-09-24)[1]
დაბ. ადგილი დუბლინი
გარდ. თარიღი 16 თებერვალი 1890(1890-02-16)[1] (80 წლის)
გარდ. ადგილი დუბლინი
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი დუბლინის ტრინიტის კოლეჯი
მეუღლე კეთრინ კეინი
შვილ(ებ)ი რობერტ რომნი კეინი და ჰენრი კეინი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი და სამეფო მედალი

სერ რობერტ ჯონ კეინი (ინგლ. Sir Robert John Kane; დ. 24 სექტემბერი, 1809 — გ. 16 თებერვალი, 1890) — ირლანდიელი ქიმიკოსი და განმანათლებელი.[2]

მამამისი, ჯონ კინი, 1798 წლის ირლანდიის აჯანყების მონაწილე იყო, რის გამოც დროებით საფრანგეთში მოუწია გახიზვნა, სადაც ქიმიას სწავლობდა. დუბლინში დაბრუნებულმა (ამ პერიოდისთვის გვარი კეინით ჰქონდა შეცვლილი) დააარსა კეინის კომპანია და გოგირდის მჟავას აწარმოებდა. ახალგაზრდა კეინი ქიმიას მამის ქარხანაში სწავლობდა, სადაც თავისი პირველი ნაშრომი „Observations on the existence of chlorine in the native peroxide of manganese“ გამოაქვეყნა 1828 წელს. შემდეგ ის ჯერ მედიცინას სწავლობდა ტრინიტის კოლეჯში, დუბლინში, შემდეგ კი ფარმაკოლოგიას პარიზში.

მის მიერ გამოცემული წიგნის „პრაქტიკული ფარმაკოლოგიის ელემენტები“ მეოხებით ის 1832 წელს ირლანდიის სამეფეო აკადემიის წევრად აირჩიეს. აქ ის იკვლევდა მჟავებს, დაამტკიცა, რომ წყალბადი ელექტროდადებითი იყო და ასევე წარმოადგინა ჰიპოთეზა ეთილის რადიკალის არსებობის შესახებ. 1836 წელს ის გისენში (გერმანია) გაემგზავრა, სადაც ორგანულ ქიმიას სწავლობდა იუსტუს ფონ ლიბიგთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kerr, J.J. (1942) "Sir Robert Kane: an apostle of Irish industries", Dublin Historical Record, 5, p. 137–146
  • Wheeler, T.S. (1944) "Sir Robert Kane: life and work", Studies: an Irish quarterly review, 33, p. 158–168,  316–330
  • Wheeler, T.S. (1945) "Sir Robert Kane: first president of Q.C.C.", Cork University Record, 3, p. 29–38

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. Geoghegan, Patrick M. (2009) "Kane, Sir Robert John", Dictionary of Irish Biography. Cambridge: Cambridge University Press.