რობერტ გოქსაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რობერტ შალვას ძე გოქსაძე (დ. 8 მარტი, 1931, ბაღდათი — გ. 26 თებერვალი, 2016) — ქართველი ფიზიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1986).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკულტეტი. 1957–1964 წლებში მუშაობდა თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების გამგედ. 1964–1975 წლებში იმავე განყოფილებას ხელმძღვანელობდა თბილისის მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1975–1990 წლებში იყო მიკროელექტრონიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში „მიონი“ მათემატიკური მოდელირების ლაბორატორიის გამგე. პარალელურად, ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნიბერსიტეტში უმაღლესი მათემატიკისა და მიკროელექტრონიკის კათედრებზე. 1997 წლიდან უფროს მეცნიერ თანამშრომელია მართვის სისტემების ინსტიტუტში. გოქსაძის კვლევის მიმართულებაა ტექნოლოგიური პროცესების მათემატიკური მოდელირება და ზოგადი ფარდობითობის თეორიის საკითხები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Скалярные поля в анизотропных неоднородных средах, Тб., 2009 (თანაავტ.: А. А. Нергадзе, Р. И. Чиковани).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]