რობერტ ბროუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რობერტ ბროუნი
Robert brown botaniker.jpg
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი 1773(1773-12-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი მონტროზი[8]
გარდ. თარიღი 10 ივნისი 1858(1858-06-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (84 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი[8]
დასაფლავებულია კენსალ-გრინის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა და მცენარეთა ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი და აბერდინის უნივერსიტეტი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[9] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი

რობერტ ბროუნი (ინგლ. Robert Brown; დ. 21 დეკემბერი, 1773, მონტროზი — გ. 10 ივნისი, 1858, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ბოტანიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რობერტ ბროუნი დაიბადა დიდ ბრიტანეთში შოტლანდიის ქალაქ მონტროზში. 1773 წლის 21 დეკემბერს, ოჯახში, რომელიც დამოუკიდებელი აზროვნების დევიზით ცხოვრობდა. საშუალო სასწავლებელი მან ებერდინში დაამთავრა, რის შემდეგ ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაასრულა. 5 წელი იმუშავა ბროუნმა ჯარში ფერშლის თანამდებობაზე. 25 წლის ბროუნი ლონდონშია და კვალიფიკაციას იმაღლებს, თან ბოტანიკის საკითხებით ინტერესდება.

რობერტ ბროუნის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1801 წელს მიემგზავრება ექსპედიციაში, ავსტრალიის მცენარეულობის შესასწავლად. ამის შემდეგ ბროუნი მთლიანად ბოტანიკოსი გახდა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ამ მეცნიერების განვითარებაში: მის მორფოლოგიურ-ემბრიოლოგიურ გამოკვლევებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მცენარეულობის ბუნებრივი სისტემის აგებაში.

1827 წელს რომერტ ბროუნმა მიკროსკოპის სასარკე მინაზე წყალი დააწვეთა და ზევიდან ყვავილის მტვრიანა მოაბნია. დაკვირვების დროს მან შენიშნა , რომ მტვრიანას ნაწილაკი განუწყვეტლივ და ქაოსურად მოძრაობდნენ. შემდეგ მან იგივე ცდა სხვადასხვა ყვავილების მტვრიანებზე გაიმეორა. შედეგი იგივე მიიღო. ამან ბროუნს საფიქრალი გაუჩინა: რა თვისება ექნებამკვდარი მცენარის მტვრიანას? ამ მიზნით მან ერთი წლის წინათ შენახული ჰერბარიუმის ყვავილი ამოიღო და მისი მტვრიანა მოათავსა ანალოგიურ პირობებში. შედეგი კვლავ იგივე იყო. ბროუნმა ცდები ჩაატარა ნახშირის, მინის, სხვადასხვა მინერალებისა და ლითონის ფქვილზე. ყველა შემთხვევაში ეს ნაწილაკი სითხის ზედაპირზე განუწყვეტლივ და ქაოსურად მოძრაობდნენ. ერთი წლის შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი დაკვირვებები სათაურით: „ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებში არსებული აქტიური ნაწილაკების შესახებ“. ამ ნაშრომში მან მოიხსენია ორი ბუნებისმეტყველი - ნიდჰემი და გლეიქენი, რომლებმაც ანალოგიუი მოვლენა მტვრიანაზე ბუნდოვანად შენიშნეს ბროუნზე უფრო ადრე, მაგრამ ბროუნმა შენიშნა ნაწილაკების მოძრაობა , როგორც ორგანულ ისე არაორგანულ ნივთიერებებში. „მაშ ყოველი ნივთიერების ნაწილაკების დამახასიათებელი თვისება წყვეტილი აგებულება და ქაოსური მოძრაობაა“- წერდა ბროუნი. ამ მოძრაობას „ბროუნის მოძრაობა “ეწოდა.

შემდეგში გამოირკვა, რომ ბროუნის მოძრაობა იყო და არის მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის სისწორის ერთ-ერთი ძირითადი დამამტკიცებელი მოვლენა. ამ მოვლენის შედარებით სწორი ახსნა პირველად ო. ვინერმა მოგვცა 1863 წელს. იგი თითქმის თანამედროვე ახსნას შეესაბამება, ოღონდ სითხისა და მტვრიანას მოლეკულებს გარდა მან თავის ჰიპოთეზაში „ეთერის მოლეკულებიც“ შეიტანა და ამით გაართულა საქმის ვითარება.

1876 წელს ვ. რამზაიამ, 1887 წელს ი. დელსონმა, გ. კარბონელმა, ჟ. ტისონმა და განსაკუთრებით 1888 წელს ლ. გუიმ, სავსებით სწორი ახსნა გამოუძებნას ბროუნის მოძრაობას: მათ დაამტკიცეს, რომ საკმაოდ მცირე შუალედში სითხის მოლეკულებისაგან ბროუნის ნაწილაკებისათვის გადაცემულმა იმპულსებმა შეიძლება არ გააბათილოს ერთმანეთი, რაც გამოიწვევს ნაწილაკის გადანაცვლებას ერთი გარკვეული მიმართულებით. ბროუნის მოძრაობის გამომწვევი მიზეზი სითხის მოლეკულების დაჯახებაა, დაამტკიცა ქ. აინშტაინის, მ. სმოლუხოვსკისა და ჟ. პერენის შრომებით, თეორიულადაც და ექსპერიმენტულადაც.

რობერტ ბროუნი გარდაიცვალა 1858 წლის 10 იანვარს, 84 წლის ასაკში, ლონდონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Robert Brown
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Who Named It?
  6. 6.0 6.1 Southern Africa Association for the Advancement of Science — 1902.
  7. 7.0 7.1 KNAW Past Members
  8. 8.0 8.1 Броун Роберт / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Award winners : Copley MedalRoyal Society.