რობერტ ა. ოლტმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტ ა. ოლტმანი
დაბადების სახელი რობერტ ა. ოლტმანი
ეროვნება ამერიკელი
დამსაქმებელი ZeniMax Media
მეუღლე(ები) ლინდა კარტერი (1984 წლიდან)
შვილ(ებ)ი ჯეიმზი და ჯესიკა ოლტმანები
მშობლები მამა: ნორმან ოლტმანი
დედა: სოფი რობინსონი

რობერტ ალან ოლტმენი (ინგლ. Robert Alan Altman; დ. 19472021) — კომპანია ZeniMax Media-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. დაიბადა 1947 წელს ებრაულ ოჯახში.[1][2]

ალტმანი პროფესიით იურისტია. მან მოგვიანებით გახსნა საკუთარი იურიდიული ფირმა. 1999 წელს ოლტმანმა და კრისტოფერ უივერმა დააარსეს კომპანია ZeniMax Media, როგორც Bethesda Softworks-ის მსობელი კომპანია.[3][4] წამყვანი ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც ფლობს თამაშების შემქმნელ სტუდიებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლის საკუთრებაში ასევე შედის ისეთი ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები როგორებიც არის „Fallout“, „The Elder Scrolls“, „Doom“, „Rage“ და სხვა[5]. კომპანიის ოფისები განლაგებულია ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და აზიაში.

1984 წლის 29 იანვარს რობერტი დაქორწინდა მსახიობ ლინდა კარტერზე. ჰყავთ ორი შვილი, ჯეიმზი და ჯესიკა ოლტმანები. ოჯახი ამჟამად ცხოვრობს პოტომაკში, მერილენდის შტატში, ქალაქ ვაშინგტონის მახლობლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Metro Weekly: "World Wonder: "Lynda Carter talks about her new album, her upcoming show at the Kennedy Center and the importance of gay rights" Interview by Sean Bugg 3 ივნისი, 2009 |"I’m married to a Jewish man, I bar and bat mitzvahed my children, I was raised Catholic, my father is a Mormon, my sister is an Evangelical"
  2. Interfaith Family: "Interfaith Celebrities: The Summer's First Blockbuster" By Nate Bloom April 28, 2009
  3. „Executive Profile Robert A. Altman“. Bloomberg Businessweek. 27 იანვარი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Gamers at Work: Stories Behind The Games People Play. Morgan Ramsay. ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2016.
  5. Library. ZeniMax Media. ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2018.