რობერტ ანდღულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რობერტ ანდღულაძე (დ. 8 მარტი, 1937, თელათგორი — გ. 6 ნოემბერი, 2003) — ქართველი ეკონომისტი. 1959 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1958–1969 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი; 1973–1984 წლებში ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1969–1973 წლებში საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე; 1984–1991 წლებში საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის განყოფილების პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1991 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1990), აგრარიკოს–ეკონომისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სსრ მიწის ფონდები და მათი ინტენსიურად გამოყენების გზები (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 154გვ.
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებანი წარმოების სპეციალიზაციისა და კონცენტრაციის პროცესში (თანაავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1979. - 459გვ.
  • მიწათსარგებლობის თავისებურებანი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტიანად გამოყენება საქართველოში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976. - 162გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]