შინაარსზე გადასვლა

რობერტო ურდანეტა არბელაესი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერტო ურდანეტა არბელაესი
რობერტო ურდანეტა არბელაესი
კოლომბიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ნოემბერი, 1951 – 13 ივნისი, 1953
წინამორბედილაურეანო გომესი
მემკვიდრეგუსტავო როხას პინილია

მთავრობის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ივლისი, 1951 – 5 ნოემბერი, 1951
პრეზიდენტილაურეანო გომესი

ომის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო, 1950 – 21 ივლისი, 1951
პრეზიდენტილაურეანო გომესი
წინამორბედირაფაელ სანჩეს ამაია
მემკვიდრეხოსე მარია ბერნალი

კოლომბიის მე-2 მუდმივი წარმომადგენელი გაეროში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1948 – 1949
პრეზიდენტიმარიანო ოსპინა პერესი
მემკვიდრეალფონსო ლოპეს პუმარეხო

ფინანსთა და სახელმწიფო კრედიტების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მარტი, 1945 – 9 აპრილი, 1945
პრეზიდენტიალფონსო ლოპეს პუმარეხო
წინამორბედიგონსალო რესტრეპო ჯარამილო
მემკვიდრეკარლოს სანტამარიამ

დაბადებული27 ივნისი, 1890
ბოგოტა, კოლომბია
გარდაცვლილი20 აგვისტო, 1972
ბოგოტა, კოლომბია

რობერტო ანტონიო ურდანეტა არბელაესი [1](27 ივნისი, 1890, ბოგოტა – 20 აგვისტო, 1972, ბოგოტა) — კოლომბიელი დიპლომატი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. ურდანეტა იკავებდა კოლომბიის პრეზიდენტის თანამდებობას 1951 წლის 5 ნოემბრიდან 1953 წლის 13 ივნისამდე.

რობერტო ურდანეტა იყო ჰააგის კოლომბიის ეროვნული ჯგუფის მუდმივმოქმედი წევრი არბიტრაჟის სასამართლოში,[2] კოლომბიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი და ფინანსთა მინისტრი ალფონსო ლოპეს პუმარეხოს, მარიანო ოსპინა პერესის და ლაურეანო გომესის პრეზიდენტობის დროს. აგრეთვე ურდანეტე იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის და ომის მინისტრის თანამდებობებს სხვადასხვა პერიოდში.

1951 წლის 5 ნოემბრიდან 1953 წლის 13 ივნისამდე იკავებდა კოლომბიის პრეზიდენტის თანამდებობას.

ურდანეტამ კოლომბიის განვითარების პოლიტიკური პროგრამა გაეროს ორგანიზაციას დააკავშირა. ცივი ომის კონტექსტში, ურდანეტამ კოლომბიას სამხედრო მხარდაჭერა გაუწია კორეის ომის დროს.

რობერტო ურდანეტა არბელაესი დაიბადა ბოგოტაში, 1890 წლის 27 ივნისს, არისტოკრატების ოჯახში.

1906 წელს მიიღო ბარტოლინას სახელობის სტიპენდია სან-ბარტოლომეს კოლეჯის მერისგან. სწავლობდა სამართალსა და სოციალურ მეცნიერებებს დეუსტოს უნივერსიტეტში და შემდეგ სალამანკას უნივერსიტეტში. ასევე სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს მშობლიურ ბოგოტას ეროვნულ უნივერსიტეტში.

ურდანეტა მუშაობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომერციული სამართლისა და პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორად კომერციის ეროვნულ სკოლაში; რედაქტორობდა გაზეთებს El País და El Nuevo Tiempo და თანამშრომლობდა El Siglo-ში, Diario Nacional-ში, La República-ში და სხვა გამომცემლობებთან. მან ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის „რიოს პროტოკოლი“, „რწმუნებულები“, „შენიშვნები სოციალური ეკონომიკის შესახებ“ და „მატერიალიზმი ადამიანის ღირსების წინააღმდეგ“ და სხვა.

1912 წელს, 22 წლის ასაკში, ურდანეტა ბოგოტას საქალაქო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1913 წელს, რობერტო კუნდინამარკას დეპარტამენტის ასამბლეაში აირჩიეს.[3]

დიპლომატიური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს მიგელ აბადია მენდესის კონსერვატიულმა მთავრობამ ურდანეტა კუბაში გაგზავნა, სადაც ჰავანაში გამართულ პანამერიკულ კონფერენციაზე ქვეყნის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

1931 წლიდან 1934 წლამდე ენრიკე ოლაია ერერას და მისი მემკვიდრის, ალფონსო ლოპეს პუმარეხოს მთავრობების ლიბერალებმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, მას პერუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა დასჭირდა, რამაც ომი გამოიწვია, რომლის დროსაც კოლომბიამ ამაზონის ტროპიკულ ტყეებში თავისი მიწების ნაწილი დაკარგა. კონფლიქტი 1933 წელს დასრულდა და რიოს ოქმით 1934 წელს ფორმალიზდა.[4][5] ლოპესმა ის ამ თანამდებობაზე 1934 წლის დეკემბრამდე დაამტკიცა.[6]

მიუხედავად იმისა, რომ 1935 წლიდან 1939 წლამდე პერუში ელჩად მუშაობდა, მან კოლომბიის ტერიტორიის დაბრუნება ვერ შეძლო. თუმცა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა მოახერხა. მოგვიანებით ის არგენტინაში (1939-1941) და გაერთიანებულ ერებში (1948-1949) ელჩად მსახურობდა.[7]

მარიანო ოსპინა პერესისა და ლაურეანო გომესის მთავრობებში ის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ომის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

1950 წელს, გომესის მმართველობის დროს, რობერტო ურდანეტა ომის მინისტრად დაინიშნა. მას მოუწია გამკლავებოდა ბოგოტაში განვითარებულ დაპირისპირებებს ლიბერალ პარტიზანებს და კონსერვატორებს შორის. ეს პერიოდი ცნობილია როგორც La Violencia“ (ძალადობის) სახელით. მან ასევე გააძლიერა ეროვნული არმია მისი იარაღის გაუმჯობესებით, სამხედრო ცენტრებში განათლების ხელშეწყობით და ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის გაფართოებით, რომელიც მან 1952 წელს გახსნა.

გომესი ოსპინა პერესის მემკვიდრედ 1950 წელს აირჩიეს. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მან ტანამდებობაზე უარი განაცხადა.[8] შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ ურდანეტა პრეზიდენტობის კანდიდატად დანიშნა, რათა გომესი მისი ქმედუუნარობის დროს შეეცვალა. 1951 წლის 5 ნოემბერს, საინაუგურაციო სიტყვაში ურდანეტამ დაადასტურა, რომ გააგრძელებდა გომესის საქმიანობას, რაც მან სრულად შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყველა ასპექტში აგრძელებდა გომესის მემკვიდრეობას, მან უარი თქვა ვაშინგტონში სამხედრო ატაშეს, გუსტავო როხას პინილიას გათავისუფლებაზე, რომელსაც გომესი არ ენდობოდა, რადგან ეჭვობდა, რომ ის გადატრიალებას მოაწყობდა, რაც ორი წლის შემდეგ ასრულდა.

პრეზიდენტობის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურდანეტა როხასის დიქტატურის დროს ოჯახთან ერთად ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად, სამხედრო მთავრობის მხარდაჭერის მიუხედავად, და დროებით ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას. როხასმა ძალაუფლება 1957 წლის მაისში დათმო, მას შემდეგ, რაც 10-დღიანი ეროვნული გაფიცვის შედეგად იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Familia CARLOS HOLGUÍN MALLARINO en Colombia.[მკვდარი ბმული]Familia CARLOS HOLGUÍN MALLARINO en Colombia
  2. ↑ La voz del poder.laureano eleuterio gomez castro
  3. ↑ El “Pacto de Bogotá” y el Fallo de la Corte Internacional de Justicia - Jurídica.Pacto de Bogotá” y el Fallo de la Corte Internacional de Justicia
  4. ↑ Roberto Urdaneta Arbeláez - Enciclopedia | Banrepcultural.Roberto Urdaneta Arbeláez - Enciclopedia
  5. ↑ Biografía de Roberto Urdaneta (Quién es, vida, historia, bio resumida, trabajos).Biografía de Roberto Urdaneta
  6. ↑ Hoy será sepultado el expresidente Urdaneta.Hoy será sepultado el expresidente Urdaneta
  7. ↑ Roberto Urdaneta, el presidente que “no fue” | El Politicon de Risaralda. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-16. ციტირების თარიღი: 2026-02-15Roberto Urdaneta, el presidente que “no fue”
  8. ↑ Biografia de Roberto Urdaneta.Biografia de Roberto Urdaneta