უკუტრანსკრიპტაზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რნმ-დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა)
უკუტრანსკრიპტაზა
იდენტიფიკატორები
EC 2.7.7.49
CAS 9068-38-6
მონაცემთა ბაზა
IntEnz IntEnz
BRENDA BRENDA
ExPASy NiceZyme
KEGG KEGG
MetaCyc MetaCyc
PRIAM PRIAM
პროტეინის სრუქტურები RCSB PDB PDBe PDBsum
გენური ონტოლოგია AmiGO / EGO

უკუტრანსკრიპტაზა (აგრეთვე ცნობილია, როგორც შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა, რევერტაზა ან რნმ-დამოკიდებული დნმ-პოლიმერაზა) — ფერმენტი (ფკ 2.7.7.49), რომელიც ასრულებს კატალიზატორის როლს უკუტრანსკრიფციის დროს, როდესაც ხდება დნმ-ის სინთეზი რნმ-ის მატრიცაზე.

ფერმენტს ასე ეწოდება იმიტომ, რომ ტრანსკრიფციის პროცესების უმეტესობა ცოცხალ ორგანიზმებში მიდის სხვა მიმართულებით, უფრო ზუსტად კი, დნმ-ის მოლეკულიდან სინთეზირდება რნმ-ტრანსკრიპტი.

უკუტრანსკრიპტაზა აღმოაჩინა ჰოვარდ ტემინმა ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში და მისგან დამოუკიდებლად დევიდ ბალტიმორმა 1970 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ორივე მკვლევარმა მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 1975 წელს, რენატო დულბეკოსთან ერთად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]