რკონი (ნასოფლარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რკონი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
რკონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ახალქალაქი
კოორდინატები 41°48′55″ ჩ. გ. 44°13′40″ ა. გ. / 41.81528° ჩ. გ. 44.22778° ა. გ. / 41.81528; 44.22778
მოსახლეობა 6[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 66,7 %
ოსები 33,3 %[2]
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
რკონი (ნასოფლარი) — საქართველო
რკონი (ნასოფლარი)
რკონი (ნასოფლარი) — შიდა ქართლი
რკონი (ნასოფლარი)

რკონი, კრკონისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში.[1] ისტორიული სოფელია, მდებარეობს მდინარე თეძმის ზედა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, კასპის მუნიციპალიტეტი.

გადმოცემის თანახმად, რკონში იყო “სალოცავი ხე” დიდი ცაცხვის ხე, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას. საქართველოს სხვა კუთხეებშიც საკმაოდ გავრცელებული ეს რიტუალი წარმართობის დროინდელია.

ფეოდალიზმის პერიოდში XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან - ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხითის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო, რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. გარკვეულ როლს რკონისა და მის მიდამოების ეკონომიკურ ცხოვრებაში თამაშობდა აქ წიაღისეულის სიმდიდრის - ფერადი ლითონებისა და ვერცხლის არსებობა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვიან ვერცხლსაცა“. მოგვიანებით, მეფე ერეკლე II-ის (1720-1798 წწ.) ბრძანებით ჯავახიშვილების მამული რკონი შეტანილია იმ პუნქტების სიაში, სადაც უნდა ეძიონ და მოიპოვონ ოქრო და ვერცხლი. XIII საუკუნის II ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს, თემურლენგის (1336-1405 წწ.) ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგლივ მდებარე ეკლესია-მონასტრებიც. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რკონი გარკვეულ როლს ასრულებდა გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდშიც. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი, საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. 1690 – 1695 წწ. აქ თავს აფარებდა ქართლის მეფე გიორგი XI (მეფობის წლები 1677-1688) ოჯახით და აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I-ის (მეფობის წლები 1688-1703) ჯართან. დამარცხებული გიორგი XI ოჯახითურთ გაიქცა დასავლეთ საქართველოში.

რუსეთის პირველი რევოლუციის პეროდში, 1905 წელს, რკონში არსებობდა სახელოსნო-ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს. რკონში და მის მიდამოებში შემორჩენილია ისტორიული და კულტურის ძეგლები - რკონის სამონასტრო კომპლექსი, სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია, სვიმეონ მესვეტის სავანე და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014