შინაარსზე გადასვლა

რკონის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რკონი (მრავალმნიშვნელოვანი).
რკონის ხიდი

რკონის ხიდი — ისტორიული ხიდი დღევანდელი კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს რკონის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს თრიალეთთან აკავშირებდა. ხიდი თარიღდება XII–XIII საუკუნეებით. იგი ერთმალიანია (12,5 მ), მორკალური ფორმისა (თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ, სიგანე 2,2 მ). ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. თაღის ქვედა პირი შედარებით გრძელი ქვებით არის ნაშენი, ზედა უფრო მომცროთი. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. კონსტრუქციული მოსაზრებით, შუა ნაწილი ნაპირებზე გაცილებით მაღალაა აზიდული. ხიდი თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი და საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: