რკინის რიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რკინის რიგი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი კალა

რკინის რიგი — ქუჩა თბილისში. მდებარეობს კრწანისის რაიონში (კალა); ბამბის რიგიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე. XIX საუკუნემდე რკინის რიგის უმეტესი ნაწილი ეჭირა ყასაბხანას (ხორცის რიგს). 10-იან წლებში კავკასიის მთავარმმართველის ალექსანდრე პეტრეს ძე ტორმასოვის ბრძანებით სასაკლაოები გადაიტანეს გარეთუბანში. შემდგომ წლებში აქ განლაგდა რკინის ნაწარმის ოსტატ-ხელოსანთა სავაჭრო-სახელოსნოები. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1981 წელს ჩატარდა რკინის რიგის განაშენიანება-რეგენერაციის სამუშაოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]