რკინიგზის სალიანდაგო სამუშაოები
რკინიგზის სალიანდაგო სამუშაოები — ერთმანეთთან დაკავშირებული ოპერაციების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს რკინიგზის ლიანდაგის მუდმივ საიმედოებას და მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობას დადგენილი სიჩქარეებით და წონითი ნორმებით.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რკინიგზის სალიანდაგო სამუშაოები იყოფა:
- გადაუდებელი სამუშაოები — მწვავედეფექტური რელსის შეცვლა, ლიანდაგის სიგანის გაგანიერების ან დავიწროვების ლიკვიდაცია, ლიანდაგებში ჯდენების გასწორება და ეს ყველაფერი ხორციელდება უწესივრობების აღმოჩენისთანავე.
- გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოები — ხორციელდება გეგმის მიხედვით, რომელშიც მითითებულია: სამუშაოს ადგილი, მოცულობა, შრომის დანახარჯები, გამომუშავების ნორმა, მასალების ხარჯი, მანქანებზე, მექანიზმებზე და ინსტრუმენტებზე მოთხოვნა, მუშაობის დაწყებისა და დამთავრების ვადები.
გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოები ხორციელდება, როგორც წესი, მანქანების მუშაობის გზით ტექნოლოგიურ „ფანჯრებში“, რომელიც გაიცემა მატარებელთა მოძრაობის გრაფიკში. ტექნოლოგიური ფანჯრის მოთხოვნადი ხანგრძლივობა განისაზღვრება გათვლებით, მაგრამ არ უნდა იყოს 100 წუთზე ნაკლები.
სალიანდაგო სამუშაოებს, რომელიც ხორციელდება როგორც ლიანდაგის ექსლოატაციაში მყოფ უბნებზე, ასევე მშენებარე რკინიგზებზე, მიეკუთვნება:
- პროფილში ლიანდაგის გასწორება
- ღრეჩოების დარეგულირება და გაფართოვება
- ლიანდაგის რიხტირება
- ლიანდაგის გადაკერვა
- ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტების ერთეული ცვლა
- სხვა სამუშაოები
ლიანდაგის გასწორება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიანდაგის მიმდინარე შეკეთების ერთ-ერთი ძირითადი და შრომატევადი სამუშაოა ლიანდაგის გასწორება (მისი გასწორება გრძივ პროფილში შპლის ქვეშ ბალასტზე გამოტენვით). ის ხორციელდება მთავარ და სადგურის ლიანდაგებში, ასევე ისრულ გადამყვანებზე გამასწორებელ-გამომტენ-მარეხტირებელი მანქანის დახმარებით. ლიანდაგის გასწორების სამუშაოები გრძივ პროფილში და დონეზე (განივ პროფილში) ხორციელდება მატარებელთა შეუფერხებელი მოძრაობის რღვევისას, რელსების ქვედებთან, ქვედების შპლებთან, შპლების ბალასტთან არამდგრადი სახით მიმაგრებისას, რელსის ძაფების ერთ დონეზე ურთიერთმდებარეობის დარღვევისას.
გასწორება შეიძლება იყოს:
- გადაუდებელი
- გეგმიურ-გამაფრთხილებელი
ლიანდაგის და ისრული გადამყვანების გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოები იყოფიან:
- მოსამზადებელი
- ძირითადი
- დამამთავრებელი
მოსამზადებელი სამუშაოების კომპლექსში შედიან:
- ღრეჩოების დარეგულირება რელსის ბოლოებს შორის
- ბალასტის პრიზმის ზედაპირიდან დამანაგვიანებლების მოშორება
- საკლემე, ჩასადგმელი და საპირაპირე ჭანჭიკების დამაგრება
- ომბოხების შპლებში ბოლომდე ჩასობა
- დეფექტური რელსების და სარელსო სამაგრების დეტალების, უვარგისი შპლებისა და განძელების შეცვლა
- შპლებიდან გამონაშვერების მოშორება
- დაჭუჭყიანებული ბალასტის გაწმენდა ან შეცვლა ამონაშხეფი ადგილებიდან
ძირითად სამუშაოებს მიეკუთვნება:
- მარეგულირებელი საფენების მოხსნა
- სარელსო-საშპლე რგოლების ამოწევა
- შპლების ამოტენვა
დამამთავრებელი სამუშაოებია:
- ლიანდაგის გადაკერვა
- ბალასტის პრიზმის შესწორება
- ლიანდაგის ზედნაშენის შეცვლილი მასალების ალაგება
განცალკევებული ტიპის შუალედური სარელსო სამაგრების შემთხვევაში, რომელიც საშუალებას იძლევა რელსების მდგომარეობის რეგულირებას სიმაღლეში, ლიანდაგის გასწორება ხორციელდება კორდონიტის (სპეციალური პლასტმასი) მარეგულირებელი საფენების დახმარებით ან 3, 5, 7 და 9 მმ-ანი სისქის ხის საფენებით. რელსის ქვეშ საფენების საერთო სისქე უნდა იყვეს არა უმეტეს 14 მმ-სა. ლიანდაგის ზამთრისათვის მომზადებისთვის ყველა მარეგულირებელი საფენი უნდა მოიხსნას და ისრულ გადამყვანებში ლიანდაგი გასწორდეს შპლებისა და გადამყვანი ძელების გამოტენვით.
ლიანდაგის რეხტირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე ძირითადი და შრომატევადი სამუშაოა ლიანდაგის რეხტირება — ერთდროულად მთლიანი სარელსო-საშპლე რგოლის ლიანდაგის განივად ბალასტზე გადაწევა. რეხტირება ხორციელდება ლიანდაგის მიმართულების დარღვევისას ან სხვადასხვა რადიუსის მრუდებში მოხვევის სიმრუდის თანმიმდევრობის დარღვევისას. რეხტირება ლიანდაგის გვერდზე 2 სმ-მდე გადაწევა ასევე ხორციელდება გამომტენი საშუალებებით შპლების ქვეშ ბალასტის საფუძვლიანი გამოტენვის, რელსის ბოლოებს შორის ღრეჩოების გაფართოების, შპლების შეცვლის შემდეგ. უპირაპირო ლიანდაგზე გეგმაში ყველაზე უფრო მეტი უწესივრობები ხდება გამათანაბრებელ რგოლებში, სარელსო წნულების ბოლო მონაკვეთში, ასევე მრუდ უბნებში. უპირაპირო ლიანდაგის რეხტირებას გააჩნია მნიშვნელოვანი თავისებურებები, რომლებიც მდგომარეობენ იმაში, რომ რეხტირების დროს სარელსო წნულების სიგრძის ცვლილება ხდება მხოლოდ მათი წაგრძელების ან შეკუმშვის ხარჯზე. რელსების ტემპერატურის დიდი მატებისას მათი თავდაპირველად შპლებზე დამაგრების დროინდელ ტემპერატურასთან შედარებით ჩნდება ლიანდაგის მდგრადობის დაკარგვის ხიფათი — ლიანდაგის გავარდნა მისი რეხტირების დროს, რადგან სალიანდაგო რგოლების გვერდზე გადაწევის დროს წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად მცირდება. უპირაპირო ლიანდაგის რეხტირება მიზანშეწონილია ჩატარდეს სარელსო წნულების ტემპერატურის დროს, რომელიც ტოლია მათი ჩაგების დროის ან მასთან ახლოს მყოფი ტემპერატურისა, ასევე ტემპერატურული დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ. ლიანდაგის მიმდინარე შეკეთებისას გამასწორებელ-გამომტენ-მარეხტირებელი მანქანის გამოყენებით რეხტირება ძირითადად ხორციელდება ცალკეული უწესივრობების გასწორებით, ხოლო ლიანდაგის მრუდე და სწორ უბნებს, რომელთა ღერძი სიგრძის მნიშვნელოვან ნაწილზე არ ემთხვევა საპროექტო მონაცემებს, არეხტირებენ ზუსტი მეთოდებით, ანუ 20 მეტრიანი სიგრძის ქორდების მიხედვით ჩაღუნვის ისრის გამოთვლის შემდეგ და ლიანდაგის დაყენებით საპროექტო მდგომარეობაში.
ამ სამუშაოებს ასრულებენ სამ ეტაპად:
- რელსების ტემპერატურის გაზომვა
- „ფანჯრის“ დროს ლიანდაგის მანქანით რეხტირება
- გეგმაში და პროფილში ლიანდაგის მდგომარეობის გასინჯვა სიგანის, ლიანდაგშორისის მიხედვით და აღმოჩენილი უწესივრობების აღმოფხვრა
ლიანდაგის გადაკერვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თუ აღმოჩენილი ლიანდაგის სიგანიდან გადახრა აჭარბებს დადგენილ ნორმებს, ხდება ლიანდაგის გადაკერვა (ლიანდაგის სიგანის დარეგულირება) გარკვეული თანმიმდევრობით. თავიდან ისინჯება ლიანდაგის სიგანე, შპლები იწმინდება ამონაშვერებისაგან და ამ ადგილებს უკეთებენ ანტისეპტირებას. შემდეგ ერთ-ერთ სარელსო ძაფს ათავისუფლებენ სამაგრებისგან, საომბოხე ხვრელებს უკეთებენ ანტისეპტირებას, თითოეულ ხვრელში დებენ დამამაგრებელ პლასტიკებს და ომბოხებით ისევ კერავენ შაბლონის მიხედვით. თუ ლიანდაგის სიგანე დარღვეულია შპლებში სჭვლების ხვრელების დამუშავების გამო, მაშინ ლიანდაგის გადაკერვას ახორციელებენ ქვედების მოხსნით და შპლის ცვლით. Р65 ტიპის რელსიანი რკინა-ბეტონის შპლებიანი უპირაპირო ლიანდაგის საკლემე-საჭანჭიკე დამაგრების შემთხვევაში ლიანდაგის სიგანე არ რეგულირდება, ხოლო Р50 ტიპის რელსებით რეგულირება ხორციელდება ვერტიკალური ღერძის მქონე, რომელიც მდებარეობს არასიმეტრიულად რელსის ღერძთან მიმართებაში, ლითონის ქვედის საყრდენ ზედაპირზე რელსის ძირის გადაადგილების გზით. ეს შესაძლებლობას იძლევა ვარეგულიროთ ლიანდაგის სიგანე 6 მმ-მდე.
ლიანდაგის ცალკეული ელემენტების შეცვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ექსპლოატირებულ უბნებზე ლიანდაგის ზედნაშენის ცალკეული ელემენტების შეცვლა, მაგალითად: ხის ან რკინა-ბეტონის შპლების, რელსების, საპირაპირე ზედების, ლითონის ქვედების შეცვლა ხორციელდება არამექანიზირებული წესით. მშენებარე რკინიგზებზე ლიანდაგის ზედნაშენის ელემენტების ერთეული ცვლის სამუშაოები ხორციელდება მინიმალური მოცულობით, რადგან მომზადებულ ბალასტის პრიზმაზე იგება საწარმოო ბაზებში ინდუსტრიული მეთოდებით დამზადებული ახალი სალიანდაგო რგოლი. განსაკუთრებით შრომატევადია რკინა-ბეტონის შპლებისა და რელსების ერთეული ცვლა. დაგებისთვის განკუთვნილ რელსებს ათავსებენ ლიანდაგის შიგნით ცვლისათვის განკუთვნილი რელსის თავის გვერდითი წახნაგიდან 500 მმ-ის დაშორებით. რელსს ამაგრებენ ომბოხებით არანაკლებ ორ ადგილას და ამასთან ერთად ბოლოებში. მომზადებული რელსის ბოლოებს ამაგრებენ ბუნიკებით. რკინა-ბეტონის შპლებზე დაგებისას მოტანილ რელსს ათავსებენ მათი დადაბლებული შუა ნაწილით და ამაგრებენ საშპლე ყუთებში ჩასმულ ხის ღეროებზე. ხის შპლიან ლიანდაგზე რელსის ცვლის დაწყებამდე მოუშვებენ საპირაპირე ჭანჭიკებს და მათზე აყენებენ დამატებით საყელურებს, რელსის შიდა მხრიდან ამოიღებენ ორიდან ერთ ძირითად ომბოხს; პირაპირებში ხსნიან მეორე და მეხუთე ჭანჭიკს და წარეკვწინაღებს.
რელსის ცვლას ახორციელებენ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ხსნიან საპირაპირე ჭანჭიკებს
- ხსნიან რელსს სამაგრებიდან
- გადატრიალების მეთოდით გადმოდებენ რელს ლიანდაგის გარეთ
- მის ნაცვლად ლიანდაგში დებენ ახალ რელსს
- პირაპირებში დებენ ზედებს
- დებენ საპირაპირე შემაერთებლებს
- სარელსო პირაპირში ამაგრებენ ოთხ ჭანჭიკს
- რელსს შპალზე კერავენ ორი ომბოხით შაბლონით
- დანარჩენ ომბოხებს აჭედებენ სალიანდაგო შაბლონის გარეშე
- აყენებენ წარეკვწინაღებს
- პირაპირებში ავსებენ ჭანჭიკების რაოდენობას ნორმამდე
- მიაქვთ ძველი რელსები
რელსების განცალკევებული დამაგრებისას:
- თავიდან ასუფთავებენ სამაგრ ნაწილებს ჭუჭყისგან
- აყენებენ დამატებით საყელურებს
- პოხავენ საპირაპირე ჭანჭიკებს
- თუ გამოიყენება ექვსნახვრეტიანი ზედები, მაშინ, ამასთან ერთად, ხსნიან თითო შუა ჭანჭიკს შეცვლისთვის განკუთვნილი რელსისა და მასზე მისაბმელი რელსის პირაპირის ბოლოებში
- ხსნიან და პოხავენ საკლემე ჭანჭიკებს.
შემდეგ ახორციელებენ ძირითად სამუშაოებს:
- ლიანდაგის შუაში მყოფ ჩაგებისათვის მომზადებულ რელსს ამოაძრობენ ომბოხებს
- პირაპირში მყოფ შპლებზე ხსნიან კლემებს ჭანჭიკებთან ერთად
- პირაპირებში ხსნიან ყველა ჭანჭიკს
- საკლემე ჭანჭიკებზე ხსნიან ქანჩებს და ხსნიან კლემებს ჭანჭიკებთან ერთად
- შპლის ბოლოებისაკენ გადაადგილებენ შესაცვლელ რელსს და მას გადააჩოჩებენ გვერდზე
- წმენდენ ქვედებს და ასწორებენ საფენებს
- ახლოს მოაქვთ ახალი რელსი
- აყენებენ ზედებს და მათ აერთებენ ოთხი საპირაპირე ჭანჭიკით
- ადუღებენ რელსების ელექტროგამტარუნარიანობის საიმედოების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილ სარელსო შემაერთებლებს
- აყენებენ კლემებს ჭანჭიკებთან ერთად
- საკლემე ჭანჭიკებზე უჭერენ ქანჩებს
ძირითადი სამუშაოების დასრულებისას ამოწმებენ ლიანდაგის სიგანის ზომებს და აწესრიგებენ ბალასტის პრიზმას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა Железнодорожный транспорт : Энциклопедия / Гл. ред. Н. С. Конарев. - Москва. Железнодорожный транспорт : Энциклопедия, წყარო=http://listaem.com/2007/11/08/zheleznodorozhnyjj_transport_jenciklopedija.html|ფურცლები=347-348