შინაარსზე გადასვლა

რკინიგზის კვანძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის რკინიგზის კვანძი

რკინიგზის კვანძი — რამდენიმე რკინიგზის ხაზის თავშეყრის ან გადაკვეთის პუნქტი, რომელშიც ერთ მთლიან კომპლექსადაა გაერთიანებული სხვადასხვა სახის სადგურები და გამყოფი პუნქტები, შემაერთებელი და გარშემოსავლელი, სამრეწველო დაწესებულებებთან მისადგომი ლიანდაგები და გზაგამტარები (სატრანსპორტო კვანძის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი). რკინიგზის კვანძის ყველა სატრანსპორტო მოწყობილობა მუშაობს ერთიანი ტექნოლოგიურ პროცესით, რომელიც მოიცავს სადგურებს შორის სატრანზიტო და მახარისხებელი მუშაობის განაწილებას, სატვირთო სამუშაოებისა და სამგზავრო მოძრაობის ორგანიზაციას, კვანძის ფარგლებში მატარებელთა შედგენის გეგმისა და მოძრაობის გრაფიკის დამუშავებას ინფორმაციის მოწყობასა და მუშაობის ოპერატიული მართვის ეფექტიანი სისტრიმის დადგენას. რკინიგზის კვანძების ტიპებს ძირითადად განსაზღვრავენ საექსპლუატაციო მუშაობის ხასიათით, გეოგრაფიული მდებარეობითა და მათში შემავალი ძირითადი ელემენტებისა და რკინიგზის ხაზების ურთიერთგანლაგებით. მთელი სახარისხებელი სამუშაოებისა და რკინიგზის ქსელზე ვაგონთა სატვირთავ-გასატვირთავი სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს რკინიგზის კვანძზე ასრულებენ. ამიტომ ქსლის საექსპლუატაციო მაჩვენებლები მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მათ ეფექტურ მუშაობაზე.