შინაარსზე გადასვლა

რკინიგზის ამწე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რკინიგზის ამწე — სრულსაბრუნი[1] ისრული ამწე ბაქანზე, გადაადგილებადი რკინიგზის ლიანდაგებზე.[2]

ცალკეული მექანიზმების მუშაობის პირობებზე და მთლიანად ამწეზე დამოკიდებულებით მექანიკური ამძრავის მქონე ამწეების დატვირთვის ხარისხი დროისა და ტვირთამწეობის მიხედვით დგინდება მუშაობის რეჟიმის ოთხი ჯგუფი: მსუბუქი, საშუალო, მძიმე, საკმაოდ მძიმე.

ტექნიკური მახასიათებლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
EDK-2000
EDK-500

ტვირთამწეობა შეადგენს:

  • მსუბუქი და საშუალო ამწეებისთვის 20-30 ტონა.[3]
  • მძიმე ამწეებისთვის 80-250 ტონა.[3]

ამ ამწეების ტვირთამწეობა ისრების მდებარეობისას ლიანდაგის გასწვრივ დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე ისრების განივი მდებარეობისას მდგრადობის ერთნაირი მარაგის დროს. ამწეების სატვირთო მომენტები შესაბამისად ტოლია 800-5000 კილონიუტონი·მეტრი და 5000-25000 კილონიუტონი·მეტრი. ამწეების გამოწევა იცვლება 4-28 მეტრის საზღვრებში. აწევის სიჩქარე 1,15-32 მეტრი/წუთში.[3]

ამწე კონოტოპის დეპოში
აშშ-ის წარმოების რკინიგზის ორთქლის ამწე გრეიფერული ჩამჩით სადგურ უსურიისკის სალოკომოტივე დეპოში, 1977 წელი. სავარაუდოდ, მიღებულია ლენდ-ლიზით.
ТГМ1 და М62 შემოსაბრუნებელ წრეზე, შორს ჩანს აშშ-ის წარმოების ორთქლის ამწე. უსურიისკი, 1977 წელი.

ამძრავის ტიპზე დამოკიდებულებით განასხვავებენ ამწეებს ხელის ან მექანიკური ამძრავით.[1] ხელის ამძრავიან ამწეებს აქვთ მცირე ტვირთამწეობა და პირველ რიგში გამოიყენებიან გადასატვირთი სამუშაოების მცირე მოცულობის დროს.[1] მექანიკურ ამძრავიან ამწეებს დადგენილი ძირითად ძალოვან აგრეგატზე დამოკიდებულებით ყოფენ:

  • ორთქლის. დგება ორთქლის ქვაბი და ორთქლის მანქანა, რომელიც მოქმედებაში მოიყვანს ყველა მის მექანიზმს. ამწეზე ორთქლის ამძრავი სხვა სახეობის ამძრავებისგან განსხვავებით გამოირჩევა სიმარტივით, საიმედოობით და უზრუნველყოფს ამწის მუშაობის სიჩქარის უსაფეხურო ცვლილებებს,[1] მაგრამ გააჩნია რიგი ნაკლოვანებები:
    • დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (დაახლოებით 5 %).[1]
    • დიდი გაბარიტული ზომები და გაზრდილი წონა.[1]
    • საწვავის არაპროდუქტიული ხარჯი და უწყვეტი მომსახურების და დაკვირვების აუცილებლობა ორთქლის ქვაბზე ამწის მუშაობის დროს შესვენების პერიოდშიც კი.[1]
    • მნიშვნელოვანი დრო (45-60 წუთი) იხარჯება ამწის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანად ან მის დასადგმელად.[1]
    • ხანგრძლივი დროით იმყოფება რემონტში ქვაბის პერიოდულად გამორეცხვის გამო.[1]
  • ელექტრული. ასეთ ამწეებში მისი ცალკეული მექანიზმები მოქმედებაში მოდის ელექტროძრავებიდან, რომლებიც იკვებებიან გარე ქსელიდან მიღებული დენით ძალოვანი კაბელების მეშვეობით. ეს ამძრავი თავისი მოწყობილობის მხრივ ყველაზე უფრო ეკონომიური და მარტივია. ელექტრული ამწის მომსახურების დროს მუშა ძალის ხარჯი (დაახლოებით) 2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ორთქლის ამწეზე და 1,3-ჯერ ნაკლები ვიდრე შიდა წვის ძრავის ამძრავის დროს. მაგრამ, კაბელი მნიშვნელოვნად ამცირებს მოქმედების არეალს, ამიტომ ამწეს შეუძლია იმუშაოს მხოლოდ სამუშაო მოედანზე ძალოვანი ხაზებისა და მასთან ჩართვის ადგილების არსებობის დროს.[1]
  • ამწეები შიდა წვის ძრავიანი უშუალო ამძრავით (ერთძრავიანები): ПК-6, МК-6, КДВ-15. ერთძრავიანი ამძრავების ამწეებზე გამოიყენება, როგორც დიზელის, ასევე ბენზინის შიდა წვის ძრავები. ერთძრავიანი ამძრავი საჭიროებს შედარებით რთულ, ერთმანეთზე დამოკიდებულ მექანიზმებს, შემაერთებელი ქუროების მნიშვნელოვანი რაოდენობით, რაც წარმოადგენს მის ნაკლს.[1]
  • შიდა წვის ძრავიანი ამწეები შერწყმული ელექტრულ გენერატორთან (მრავალძრავებიანი). დიზელ-ელექტრული: КДЭ-ს და EDK-ს სერიების. ამწეებზე ამ მრავალძრავიანი ამძრავით დაყენებულია დიზელ-გენერატორული დანადგარი, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს თითოეული ცალკეული ამძრავული მექანიზმის ძრავებს. ამ ამწეებს შეუძლიათ იკვებონ დენით გარე ქსელიდანაც. თითოეულ მექანიზმს აქვს დამოუკიდებელი ამძრავი და შეიძლება იყოს ჩაირთოს ან გამოირთოს სახვა მექანიზმებისგან დამოუკიდებლად.[1]
  • დიზელ-ჰიდრავლიკური.[1]

ამწე მექანიზმები მოძრაობაში მოდის საკუთარი გენერატორიდან დიზელის ძრავთან ერთად ან დენის გარეშე წყაროდან. რკინიგზის ამწეების ლიანდაგზე გადაადგილების სიჩქარე შეადგენს 60-100 კმ/სთ. ბრუნვის სიხშირე: 0,5 ბრუნს/წუთში დიდი ტვირთამწეობის ამწეებისთვის (ასეულობით ტონა) და 1,5 ბრუნს/წუთში უფრო მსუბუქი ამწეებისთვის. ასევე გათვალისწინებულია მიმყვანი ბრუნთა სიხშირე 0,05-0,1 ბრუნი წუთში. რკინიგზის ამწეების მინიმალური შვერილი შეადგენს 4-8 მეტრს, მაქსიმალური 22-28 მეტრს. შვერილის ცვლილების დრო 1-6 წთ.[3]

რკინიგზის ამწეებს ამონტაჟებენ სპეციალურ რკინიგზის ბაქნებზე. ისარი სატრანსპორტო მდგომარეობაში იდება მეორე ბაქანზე, რომელიც შედის მოწყობილობის კომპლექტში. ამწის ბაქანი ეყრდნობა გოგორწყვილების ღერძებს რაოდენობით ოთხიდან რვამდე.[3]

გოგორწყვილებს აჯგუფებენ სამ-, ოთხღერძიან ბალანსირიან ურიკებში. დატვირთვა ღერძზე დასაშვებია არაუმეტეს 200 კილონიუტონისა. ამწის ბაქანს აღჭურავენ სტანდარტული სარკინიგზო ავტოგადასაბმელებით, რადგანაც ამწე შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჩართული მატარებლის შემადგენლობაში, არამედ გამოყენებული, როგორც ლოკომოტივი მანევრების დროს.[3]

რკინიგზის ამწეების გაბარიტებმა უნდა დააკმაყოფილონ ГОСТ 9238-73-ის მოთხოვნები. ამწეების მასა შეადგენს 60-300 ტონას. ბაქნებს აქვთ ოთხიდან რვა ჰიდრავლიკური გამოსაწევი საყრდენების (აუტრიგერები) მქონე მბრუნავი კოჭები. ამწის მუშაობის დროს მბრუნავი კოჭების ქვეშ წინასწარ ეწყობა შპლების უჯრები.[3]

ამწის გადაადგილების მექანიზმს აღჭურავენ ჩვეულებრივი რკინიგზის სამუხრუჭე მოწყობილობით პნევმატური ამძრავით.[3]

რკინიგზის ამწეები განკუთვნილია მძიმე ცალობრივი და ნაყარი ტვირთების გადასატვირთად, მონტაჟისა და რკინიგზაზე ავარიების ლიკვიდაციის დროს. მათ ასევე იყენებენ წარმოებაში მონტაჟის დროს და დასატვირთ-დასაცლელ სამუშაოებზე.[3]

საქართველოს რკინიგზაზე გამოიყენება საბჭოთა კავშირის დროს გამოშვებული რკინიგზის ამწე EDK-500. მას ხმარობენ, როგორც სადგურებში, ასევე გადასარბენზე მომხდარი ავარიებისას ლიანდაგში ჩავარდნილი ვაგონებისა და ლოკომოტივების ამოსაღებად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 Мужичков В. И., Редников В. А. — Грузоподъёмные краны на железнодорожном ходу, Уч-к для тех. школ ж.-д. транспорта — M: Транспорт, 1978, 433 с., ил., 4-е изд., перераб. и доп.
  2. ↑ П. Н. Ушаков, М. Г. Бродский — Спр-к: Краны и лифты Промышленных предприятий — М: Металлургия, 1974, 352 с., илл.
  3. 1 2 3 4 5 6 7 8 9 П. З. Петухов, Г. П. Ксюнин, Л. Г. Серлин — Специальные краны — М: Машиностроение, 1985, 248с.