შინაარსზე გადასვლა

რკინიგზების საერთაშორისო კავშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რკინიგზების საერთაშორისო კავშირი
International Union of Railways

აბრევიატურა UIC
შეიქმნა 17 ოქტომბერი, 1922
ტიპი არაკომერციული ორგანიზაცია[1]
გენერალური დირექტორი ფრანსუა დავენი
თავჯდომარე კშიშტოფ მამინსკი
ქვეყანა საფრანგეთი[2]
ტელეფონი +33-1-44-49-20-20
თავმჯდომარე Krzysztof Mamiński
რკინიგზების საერთაშორისო კავშირი რუკა
რკინიგზების საერთაშორისო კავშირი რუკა

UIC-ის წევრები:

  აქტიური წევრები
  აფილირებული წევრები
  ასოცირებული წევრები
  წევრობაშეჩერებულები
https://uic.org/

რკინიგზების საერთაშორისო კავშირი (ინგლ. The UIC ან International Union of Railways, ფრანგ. Union Internationale des Chemins de fer) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ეროვნულ რკინიგზის კომპანიებს რკინიგზის ტრანსპორტის განვითარების სფეროში არსებული ამოცანების ერთობლივი გადაწყვეტის მიზნით. კავშირის ოფიციალური აბრევიატურა UIC მოდის ორგანიზაციის ფრანგული დასახელებიდან, რადგანაც საფრანგეთის გავლენა საწყის ეტაპებზე იყო საკმაოდ დიდი.

UIC-ის გენერალური დირექტორია ფრანსუა დავენი (2020 წელი).

თავჯდომარე — პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზის მეთაური (პოლონეთის სახელმწიფო რკინიგზა) კშიშტოფ მამინსკი.

2017 წლის მდგომარეობით, რკინიგზების საერთაშორისო კავშირში შედის входят свыше 200-ზე მეტი სარკინიგზო კომპანია მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყნიდან. კავშირის მთავარი ამოცანაა — გაზარდოს რკინიგზის ტრანსპორტის კონკურენტუნარიანობა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურის.[3][4]

რკინიგზების საერთაშორისო კავშირი შეიქმნა 1922 წლის 20 ოქტომბერს პროცედურების უნიფიკაციისა და საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებისას ევროპული ქვეყნების რკინიგზებს შორის ჰარმონული ურთიერთობების მიზნით.

თავდაპირველად კავშირის წევრი იყო 51 ორგანიზაცია 29 ქვეყნიდან, იაპონიის და ჩინეთის ჩათვლით.[5] მალე მათ შეუერთდნენ საბჭოთა კავშირი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რკინიგზები. დღეისათვის UIC მოითვლის 199 წევრს ყველა ხუთივე კონტინენტიდან, სადაც კი არსებობენ რკინიგზები.[6]

კავშირის ამ დიდი რაოდენობის წევრთა შორის გამოყოფენ:

UIC-ის მთავარი მიზანი შეადგენს მსოფლიოში რკინიგზის განვათარებასა და წინვლის ხელშეწყობაში. ამას გარდა, რკინიგზების საერთაშორისო კავშირის მოღვაწეობის მიზნებია:

  • რკინიგზის ტრანსპორტის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გავრცელების ხელშეწყობა;
  • კავშირის წევრებისადმი მხარდაჭერა მათ მცდელობაში ახალი იდეების გასავითარებლად რკინიგზის ტრანსპორტის სფეროში;
  • ტექნიკური პროგრესისადმი ხელშეწყობა;
  • რკინიგზის ტრანსპორტის სფეროში სტანდარტიზაცია და უნიფიკაცია;
  • უსაფრთხოების სფეროში კომპეტენციის ცენტრების განვითარება, ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარება და სხვ.

UIC-ის მოღვაწეობის ერთ-ერთი მიმართულებაა რკინიგზის ტრანსპორტის სფეროში ერთიანი ტერმინოლოგიის დანერგვა. ამ მუშაობის შედეგად შეიქმნა რკინიგზის ტერმინების სამენოვანი თეზაურუსი, რომელიც გამოქვეყნდა 1995 წელს.[7] კავშირმა ასევე შეიმუშავა სტანდარტული მოთხოვნები საკონტეინერო და რკინიგზის ტრანსპორტის სხვა ტვირთების გადაზიდვებთან მიმართებაში.

კავშირი მუშაობს ევროაზიული სატრანსპორტო კორიდორების განვითარებაზე, რისთვისაც შემუშავებულია რკინიგზების ერთიანი ტექნიკური სტანდარტები. ერთიანი ნორმები და წესები ხელს უწყობს მალე და წინააღმდეგობის გარეშე ეროვნულ რკინიგზებზე გადაიზიდოს ტვირთი სახელმწიფო საზღვარზე.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]