შინაარსზე გადასვლა

რიხვალდი (ჩეხეთი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
რიხვალდი
Rychvald

რიხვალდის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
კოორდინატები 49°51′58″ ჩ. გ. 18°22′35″ ა. გ. / 49.86611° ჩ. გ. 18.37639° ა. გ. / 49.86611; 18.37639
მმართველი დაგმარ პიჟოვა
პირველი ხსენება 1305
ფართობი 17,02 კმ²
ცენტრის სიმაღლე 220 მ
მოსახლეობა 7 787[1] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 458 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 735 32
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი rychvald.cz
რიხვალდი (ჩეხეთი) — ჩეხეთი
რიხვალდი (ჩეხეთი)

რიხვალდი (ჩეხ. Rychvald) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის კარვინის რაიონში მდებარეობს.

რიხვალდი ოსტრავის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის ოსტრავის უბან მიხალკოვიცესთან ერთად ერთიან ურბანულ სივრცეს ქმნის. ქალაქი ოსტრავის აუზშია გაშენებული და ისტორიული ტეშინის სილეზიის ნაწილია. ქალაქის ტერიტორია მდიდარია სათევზაო ტბორებით.

სოფელი რიხვალდი პირველად 1305 წელს ვროცლავის კათოლიკური არქიეპარქიის მიერ გამოცემულ დოკუმენტში „რიხინვალდის“ სახელითაა ნახსენები. სოფელი სავარაუდოდ ბენედიქტელთა ბერების მიერ ორლოვაში მონასტრის დაფუძნების დროს დაარსდა.[2][3]

პოლიტიკურად რიხვალდი ტეშინის სილეზიის ნაწილი იყო და პოლონეთის სამეფო პიასტების საგვარეულო მართავდა. 1327 წელს პეტრჟვალდის მამული ბოჰემიის სამეფოს ფეოდალური სამფლობელო გახდა, რომელიც 1526 წლის შემდეგ ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაში შევიდა.[4]

1573 წელს ტეშინის სილეზიის ნაწილი რიხვალდთან ერთად ბაშტელ ბარსკების ოჯახს მიჰყიდეს. ბერნარდ ბარსკიმ 1575–1577 წლებში აქ რენესანსის სტილის ციხესიმაგრე ააშენა და რიხვალდი საოჯახო რეზიდენციად გაიხადა. ეს ოჯახი რიხვალდს 1630 წლამდე ფლობდა.

XVIII საუკუნის შუა პერიოდიდან 1898 წლამდე რიხვალდი ლარიშების დიდგვაროვანთა ოჯახის საკუთრება იყო. მათი მმართველობის დროს ციხესიმაგრე აღადგინეს.[5]

საუკუნეების მანძილზე რიხვალდი პატარა სოფელი იყო, XIX საუკუნეში ნახშირის მოპოვება დაიწყეს და ეკონომიკა სრულად შეიცვალა.[3]

1938 წლის 30 სექტემბერს დადებული მიუნხენის შეთანხმებით გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია ჩეხოსლოვაკიის სუდეტების რეგიონის გერმანიაზე გადაცემაზე შეთანხმდნენ. მიუნხენის შეთანხმებას ხშირად მიუნხენის შეთქმულებასაც უწოდებენ. შეთანხმების შემდეგ პოლონეთი ჩეხოსლოვაკიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეიჭრა და ტრანს-ოლზას ტერიტორია დროებით დაიპყრო, დაპყრობილ ქალაქებს შორის იყო ქალაქი რიხვალდიც. პოლონური ოკუპაცია ერთ წელს გაგრძელდა და შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ეს მიწები ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო.[6]

რიხვალდს ქალაქის სტატუსი 1885 წელს მიანიჭეს.[3]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიხვალდის ყველაზე ძველი შენობა სტარი-დვურის ციხეა. ის 1575–1577 წლებში რენესანსის სტილში აშენდა და 1982 წლიდან კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[5]

ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობა წმინდა ანას ეკლესიაა, რომელიც გვიან გოტიკურ სტილში 1595 წელს აშენდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  2. ↑ Panic, Idzi (2015). Śląsk Cieszyński w średniowieczu (do 1528) (pl). Cieszyn: Starostwo Powiatowe w Cieszynie, გვ. 297–299, 430. ISBN 978-83-935147-8-6. 
  3. 1 2 3 4 O Rychvaldu cs. Město Rychvald. ციტირების თარიღი: 2022-02-11
  4. ↑ Historie města cs. Město Petřvald. ციტირების თარიღი: 2022-02-16
  5. 1 2 Zámek Rychvald – Starý Dvůr cs. Asociace majitelů hradů a zámků. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-30. ციტირების თარიღი: 2022-02-11
  6. ↑ „Ustawa z dnia 27 października 1938 r. o podziale administracyjnym i tymczasowej organizacji administracji na obszarze Ziem Odzyskanych Śląska Cieszyńskiego“. Dziennik Ustaw Śląskich (პოლონური). Katowice. 18/1938, poz. 35. 31 October 1938. ციტირების თარიღი: 1 July 2014.