რიხარდ ჰამანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰამანი, რიხარდ (დ. 29 მაისი, 1879, ზეჰაუზენი, საქსონია ― გ. 9 იანვარი, 1961, იმენშტადტი, შვაბია), გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1949). ჰამანის მეცნიერული და ორგანიზატორული მოღვაწეობა ფართო მასშტაბის იყო (თავიდან იდგა იდეალისტურ თვალსაზრისზე, შემდეგ მეთოდოლოგიურად მარქსიზმს დაუახლოვდა). ჰამანის მეცნიერული მოღვაწეობისათვის დამახასიათებელია მოვლენათა ზუსტი ანალიზი ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით. გდრ-ის ეროვნული პრემიის ლაურეატი (1949).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]