რიხარდ მეკელაინი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|რიხარდ მეკელაინი}} |
რიხარდ მეკელაინი | |
---|---|
Richard Meckelein | |
დაბ. თარიღი | 13 სექტემბერი, 1880 |
დაბ. ადგილი | არნშტაინი, გერმანია |
გარდ. თარიღი | 4 ნოემბერი, 1948 (68 წლის) |
გარდ. ადგილი | ბერლინი, გერმანია |
ალმა-მატერი | ვიურცბურგის უნივერსიტეტში |
რიხარდ მეკელაინი (გერმ. Richard Meckelein; დ. 13 სექტემბერი, 1880, არნშტაინი ― გ. 4 ნოემბერი, 1948, ბერლინი) — გერმანელი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ქართველოლოგი, სლავისტი,[1] ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიგლოტი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1902 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში, პარიზსა და ჟენევაში ფილოსოფიას, ახალ ფილოლოგიასა და უცხო ენებს. შემდგომში სწავლობდა და მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში, სადაც 1913 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ენათმეცნიერებაში. ოციან წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის სლავური, რომანული და ორიენტალური ენების პროფესორი. იგი აქ მუშაობდა გარდაცვალებამდე. ფაშისტური დიქტატურის წლებში რ. მეკელაინი ჩამოაქვეითეს არაორდინარულ პროფესორად, რადგანაც უარი თქვა პარტიის წევრობაზე. სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს გერმანულის სახელმძღვანელო ქართველთათვის, პირველი ქართულ-გერმანული და გერმანულ-ქართული ლექსიკონები. გამოსცემდა გაზეთებსა და ჟურნალებს საქართველოზე. 1922 წელს დააარსა გერმანიის რუსთაველის საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოსთან კულტურულ გაცვლებს. მისი თანამედროვეების გადმოცემით, რ. მეკელაინი ფლობდა 30-ზე მეტ ენას და თავისუფლად წერდა და საუბრობდა ქართულად. ასევე ქართულად აწარმოებდა იგი მიმოწერას ბევრ ცნობილ ქართველ მოღვაწესთან აკაკი შანიძესთან, გრიგოლ რობაქიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, რაფიელ ნიჟარაძესთან, სიმონ ყაუხჩიშვილთან და სხვებთან. კონსტანტინე გამსახურდია მისი ვაჟის ნათლია გახდა, ხოლო გრიგოლ რობაქიძე პირველს მას უკითხავდა თავის ნაწარმოებებს.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მეკელაინი რიხარდ გეორგ - (1880-1940 წ.წ.). უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2018.