შინაარსზე გადასვლა

რიხარდ გლიუკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიხარდ გლიუკსი
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1889(1889-04-22)[1] [2]
დაბადების ადგილი მენხენგლადბახი
გარდაცვალების თარიღი სავარ. 10 მაისი, 1945(1945-05-10)[1] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფლენსბურგი[1]
ჯარის სახეობა შუცშტაფელი
წოდება გრუპენფიურერი
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები German Cross in Silver

რიხარდ გლიუკსი (გერმ. Richard Glücks; დ. 22 აპრილი, 1889, ოდენკირხენი (მენხენგლადბახი) — გ. 10 მაისი, 1945, ფლენსბურგი) — გერმანელი სამხედრო პირი, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების სისტემის ხელმძღვანელი, „ვაფენ-სს“-ის გენერალ-ლეიტენანტი.

1939 ნოემბრიდან რიხარდ გლიუკსი იყო სს-ის მართვის მთავარი სამმართველოს საკონცენტრაციო ბანაკების განყოფილების უფროსი. 1942 წლის მარტიდან კი მუშაობდა სს-ის ეკონომიკისა და მართვის მთავარ სამმართველოში. იგი, როგორც საკონცენტრაციო ბანაკების მთავარი ინსპექტორი ყველა ბანაკის შეფების ხელმძღვანელი იყო და აქედან გამომდინარე მთავარი პასუხისმგებელი ბანაკებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე.

გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციიდან 2 დღის შემდეგ, 1945 წლის 10 მაისს რიხარდ გლიუკსმა ფლენსბურგ-მიურვიკის სამხედრო საზღვაო ლაზარეთში კალიუმის ციანიდიანი კაფსულა დაღეჭა და თავი მოიკლა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119404133 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.