რიწის დაცული ტერიტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რიწის სახელმწიფო ნაკრძალი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიწის დაცული ტერიტორია
მდებარეობა გუდაუთის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი გუდაუთა გაგრა
ფართობი 16 229 ჰა
დაარსდა 1946
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

რიწის დაცული ტერიტორია[1] — კომპლექსური ნაკრძალი საქართველოში, აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, გაგრიდან 60 კმ-ზე. განლაგებულია მთავარი კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, რიწის ტბის გარშემო. ფართობი 16 229 ჰა. დაარსდა 1946 წელს შავი ზღვის სანაპიროს მთიანი კომპლექსური ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ნაკრძალის ტერიტორია დანაწევრებულია ხეობებით. ტყეები მოქცეულია რიწის ტბის გარშემო მდინარეთა ხეობებში. ზღვის დონიდან 300-600 მ სიმაღლეზე ტყის მასივებში ჭარბობს მუხა, რცხილა, ცაცხვი, ბზა და სხვა. 600-1800 მ-ზე გავრცელებულია კავკასიური სოჭის, კავკასიური ფიჭვის და აღმოსავლური წიფლის კორომები, 1800-2200 მ-ზე — კავკასიური სოჭისა და აღმოსავლური ნაძვის ტყეებია. ქვეტყეში გვხვდება შქერი, წვავი,ჭყორი, იელი, თხილი, კავკასიური მოცვი და სხვა. ამ ტყეებს ესაზღვრება სუბალპური ტყე-მდელოს სარტყელი. მის ზემოთ მოქცეულია ალპური, სუბნივალური და ნივალური სარტყლები. ტყეში ბევრი მგალობელი და მტაცებელი ფრინველია. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება კავკასიური ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ტყის კვერნა, მაჩვი, კურდღელი. უამინდობისას ნაკრძალს თავს აფარებს დასავლეთ-კავკასიური ჯიხვი. რიწის ტბაში ბინადრობსკალმახი, აკლიმატიზებულია სიგი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]