რიჩარდ რამირესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რიკარდო ლეივა მუნოს რამირესი (ესპ. Ricardo Leyva Muñoz Ramírez) — ცნობილია, როგორც რიჩარდ რამირესი (დ. თებერვალი 29, 1960 – გ. ივნისი 7, 2013), იყო ამერიკელი სერიული მკვლელი, მოძალადე, და მძარცველი. მისი უაღრესად გაშუქებული სალხებში შეჭრის შემთხვევები ლოს-ანჯელესში, მოგვიანებით სან-ფრანცისკოში იკავებდა ადგილს,1984 წლის ივნისიდან 1985 წლის აგვისტომდე. მის დაჭერამდე ახალი ამბების მედიამ მას „Night Stalker“(ღამის მიმდევარი) შეარქვა. იგი იარაღის ფართო ნაირსახეობას იყენებდა, მათ შორის თოფებს, დანებს, მაშეტებს, საბურავის რკინასა და ჩაქუჩს. რამირესს, რომელიც სატანისტი იყო, არასოდეს გამოუხატავს თავისი დანაშაულების მიმართ სინდისის ქენჯნა ან სინანული. მოსამართლე, რომელმაც ძალაში დატოვა რამირესის ცამეტი სიკვდილით სასჯელი, აღნიშნა, რომ რამირესის მოქმედებები გამოფენდნენ „სისასტიკეს, უგულობასა და მანკიერებას , რომელიც ნებისმიერი ადამიანის გაგების მიღმაა“.[1] რამირესი გარდაიცვალა B-უჯრედული ლიმფომის გართულების გამო, სიკვდილით დასჯის აღსრულების მოლოდინში, კალიფორნიაში.

რამირესი 1984 წლის 12 დეკემბერს, მანქანის ქურდობისათვის დაპატიმრების შემდეგ[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამირესი დაიბადა ელ-პასოში, ტეხასში, 1960 წლის 29 თებერვალს ახალგაზრდა ჯულიან და მერსედეს რემირესის ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი.[2] მისი მამა, მექსიკის ეროვნული და ყოფილი პოლიციელი სიუდად-ხუარესში, რომელიც მოგვიანებით გახდა მუშა Santa Fe რკინიგზაზე,[3] გაღიზიანების მიმართ იყო განრთხმული, რასაც ხშირად ფიზიკური ძალადობა მოჰყვებოდა.[2]

ბავშვობისას, რამირესმა გადაიტანა ორი სერიოზული თავის ტრავმა. როდესაც იგი იყო ორი წლის, მას ძველი კარადა თავზე დაეცა, რამაც შუბლის გაგლეჯა გამოიწვია და 30 ნაკერის დადება მოითხოვა.[2] მაშინ, როდესაც ის ხუთი წლის იყო, მას პარკში მოხვდა საქანელა[2] რის შემდეგაც იგი ხშირ ეპილეფსიური კრუნჩხვებს განიცდიდა, რომლებიც მოზრდილობისას შეუნარჩუნდა.[2]

12 წლის ასაკში მასზე დიდ გავლენას ახდენდა მისი უფროსი ბიძაშვილი, მიგელი („მაიკი“),[4] რომელიც აშშ-ის არმიის მწვანე ბერეტის საბრძოლო ვეტერანი იყო. იგი გამოირჩეოდა თავისი შემზარავი ექსპლოიტეტებით ვიეტნამის ომში. იგი სხვებს უზიარებდა თავისი მსხვერპლების პოლაროიდის ფოტებს, მათ შორის ვიეტნამელი ქალების, რომლებზეც ძალადობდა.[2] ამ რამდენიმე ფოტოში მაიკი იდგა თავის მსხვერპლთა თავებთან.[2]

რამირესი, რომელიც მარიხუანას 10 წლის ასაკიდან ეწევოდა, მაიკს დაუახლოვდა სისხლიანი ომის ამბების გამო.[2] მაიკმა ახალგაზრდა ბიძაშვილს ასწავლა თავისი სამხედრო ცოდნის ნაწილი, როგორიცაა გატაცება, მკვლელობა და თავდები.[2] დაახლოებით ამ დროს, რამირესმა თავისი ძალადობრივი ხასიათის მქონე მამისგან თავის დასაღწევად ადგილობრივ სასაფლაოზე ღამის გათევა დაიწყო.[2]

რამირესი, ან როგორც ოჯახისთვის ცნობილი „რიჩი“ 1973 წლის 4 მაისს მოესწრო, თუ როგორ ესროლა სასიკვდილოდ თავისმა ბიძაშვილმა მაიკმა თავის ცოლს, ჯესის, სახეში .38 კალიბრის რევოლვერით ოჯახური კონფლიქტის დროს.[2] სროლის შემდეგ რიჩი თავისი ოჯახისა და თანატოლების მიმართ გახდა მეტად პირქუში. მოგვიანებით, იმავე წელს, იგი გადავიდა სახლში მის უფროს და - რუთთან და მისივე ქმართან - რობერტოსთან, რომელიც ვუაიერიზმით იყო შეპყრობილი და რიჩი ღამ-ღამობით ამავე მიზეზით მიჰყავდა თან.[2] რამირესმა ასევე დაიწყო ლსდ-ს გამოყენება და გაეზარდა ინტერესი სატანიზმში.[2]


მაიკი არ იყო დამნაშავედ აღიარებული ჯესის მკვლელობისათვის გონებასუსტობის გამო (მისი საბრძოლო აღრიცხვა შემამსუბუქებელი ფაქტორი გახდა) და იგი გაათავისუფლეს 1977 წელს, 4 წელი დატუსაღების შემდეგ, ტეხასის შტატის მენტალურ საავადმყოფოში. მისი ზეგავლენა რიჩარდზე არ შეჩერებულა.[2][2]

[2]


სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბოტელჰო, გრეგ. “„ღამის სტალკერი“, მასობრივი მკვლელი, გარდაიცვალა“, CNN, 7 ივნისი, 2013, გვ. 3. წაკითხვის თარიღი: 8 ივნისი, 2013. 
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 Carlo 1996.
  3. ბიოგრაფია. Crime and investigation network UK: AETN UK. წაკითხვის თარიღი: 22 მაისი, 2012.
  4. მარტინი, დოუგლას. “რიჩარდ რამირესი, „ღამის სტალკერი“, გარდაიცვალა 53 წლის ასაკში“, The New York Times, 7 ივნისი, 2013. წაკითხვის თარიღი: 10 ივნისი, 2013.