რიჩარდ მორგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ მორგანი
ინგლ. Richard K. Morgan
დაბადების თარიღი 24 სექტემბერი, 1965(1965-09-24)[1] [2] [2] [3] (58 წლის)
დაბადების ადგილი ლონდონი[4]
საქმიანობა მწერალი[5] [6] [7] , სცენარისტი, რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[8] [9]
ალმა-მატერი დედოფლის კოლეჯი
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი
ჯილდოები ფილიპ დიკის პრემია, ჯონ კემბელის მემორიალური ჯილდო საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური რომანისთვის, Arthur C. Clarke Award და იგნოტუსის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი რომანისთვის[10]
გავლენა მოახდინეს
საიტი richardkmorgan.com

რიჩარდ მორგანი (აშშ-ში ცნობილი როგორც რიჩარდ კ. მორგანი; ინგლ. Richard Morgan; დ. 24 სექტემბერი, 1965) — ბრიტანელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში. მორგანის წიგნების მოვლენები ხშირად დისტოპიურ სამყაროებში ვითარდება.

რიჩარდ მორგანი ლონდინში დაიბადა, გაიზარდა ჰეზერსეტის სოფელში, ნორვიჩთან ახლოს. მორგანმა უმაღლესი განათლება კემბრიჯში, ქუინს კოლეჯში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ინგლისურ ენას ასწავლიდა. სწავლის დასრულებიდან 14 წლის და სტრეთკლაიდის უნივერსიტეტში მუშაობის შემდეგ მანდ პირველი რომანი გამოსცდა და თავისი კარიერა მთლიანად მიუძღვნა მწერლის პროფესიას.

2018 წელს ინტერნეტ ტელევიზიამ, „ნეტფლიქსმა“ მისი რომანის, „სახეცვლილი ნახშირბადის“ მიხედვით სატელევიზიო შოუ გადაიღო.

მორგანი თავის შეხედულებებს ასე აღწერს:

ვიკიციტატა
„საზოგადოება ყოველთვის იყო და იქნება სტრუქტურა, რომელის მეშვეობით, კრიმინალური ელემენტების დახმარებით, ელიტები მოსახლეობის უმრავლესობის ექსპლოტაციას და ჩაგვრას ეწევიან და რომელსაც ხელს უწყობს იმ უმრავლესობის უცოდინრობა და სიჩლუნგე, რომელსაც სისტემა ჩაგრავს.“

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახეცვლილი ნახშირბადი
  • Broken Angels
  • Woken Furies

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]