შინაარსზე გადასვლა

რიჩარდ მარტინ ვესტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოჩენილი ასტეროიდები : 39
2052 Tamriko1976, 24 ოქტომბერი
2053 Nuki1976, 24 ოქტომბერი
2115 Irakli1976, 24 ოქტომბერი
2116 Mtskheta1976, 24 ოქტომბერი
2145 Blaauw1976, 24 ოქტომბერი
2146 Stentor1976, 24 ოქტომბერი
2148 Epeios1976, 24 ოქტომბერი
2187 La Silla1976, 24 ოქტომბერი
2935 Naerum1976, 24 ოქტომბერი
2147 Kharadze1976, 25 ოქტომბერი
2117 Danmark1978, 9 იანვარი
2526 Alisary1979, 19 მაისი
2595 Gudiachvili1979, 19 მაისი
2596 Vainu Bappu1979, 19 მაისი
3477 Kazbegi1979, 19 მაისი
5270 Kakabadze1979, 19 მაისი
5890 Carlsberg1979, 19 მაისი
6362 Tunis1979, 19 მაისი
3004 Knud1976, 27 თებერვალი
3871 Reizთებერვალი 18, 1982
3933 Portugal1986, 12 მარტი
8066 Poldimeri1980, 6 აგვისტო
8993 Ingstad1980, 30 ოქტომბერი
3871 Reiz1982, 18 თებერვალი
(9272) 1979 KQ1979, 19 მაისი
(10462) 1979 KM1979, 19 მაისი
(10668) 1976 UB11976, 24 ოქტომბერი
(11005) 1980 PP11980, 6 აგვისტო
(12188) 1978 PE1978, 9 აგვისტო
(12198) 1980 PJ11980, 6 აგვისტო
(14350) 1985 VA11985, 1 ნოემბერი
(15201) 1976 UY1976, 31 ოქტომბერი
(15207) 1979 KD1979, 19 მაისი
(20995) 1985 VY1985, 1 ნოემბერი
(22252) 1978 SG1978, 27 სექტემბერი
(26081) 1980 PT11980, 6 აგვისტო
(27667) 1979 KJ1979, 19 მაისი
(34998) 1978 SE1978, 27 სექტემბერი
(65661) 1985 VB11985, 1 ნოემბერი
(79086) 1977 RD1977, 4 სექტემბერი

რიჩარდ მარტინ ვესტი (დ. 2 ოქტომბერი, 1941, კოპენჰაგენი) — დანიელი ასტრონომი, ESO-ს თანამშრომელი.

სამეცნიერო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოჩენილი აქვს რამდენიმე კომეტა, მათ შორისაა კომეტა ვესტი C/1975 V1-A (West), რომელიც 1970-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა კომეტა იყო, ასევე პერიოდული კომეტები — 76P/West-Kohoutek-Ikemura და 123P/West-Hartley.

ვესტის აღმოჩენათა შორის უმნიშვნელოვანესია ჯუჯა გალაქტიკის აღმოჩენა — ეს არის ფენიქსის ჯუჯა გალაქტიკა, რომელიც ე. წ. ადგილობრივი ჯგუფის წევრი გალაქტიკაა. გალაქტიკის აღმომჩენის სახელს ვესტი, ცნობილ გერნამელ ასტრონომ ჰანს-ემილ შუსტერთან იყოფს.

გარდა ამისა ვესტის მიერ აღმოჩენილია ორმოცამდე ასტეროიდი. მათ შორის ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის გარეთ მოთავსებული, ე. წ. თანამგზავრული ტიპის ასტეროიდები — ტროელები/ტროიანები. მათ შორის: — Epeios და (20995) 1985 VY.

ვესტი და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს ვესტი სტაჟირებას გადიოდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. მის მიერ აღმოჩენილ არაერთ ციურ სახელს ვესტისვე ინიციატივით მინიჭებული აქვს ქართული სახელი: თამრიკო (ასტეროიდი 1976 UN, ვესტის ქართველი ცოლის — თამარ ჩოფიკაშვილის სახელი), გუდიაშვილი, მცხეთა, ყაზბეგი, ხარაძე და სხვ. 1990–1994 წლებში ვესტმა დახმარება აღმოუჩინა ქართველ ასტრონომებს გამოთვლითი და დაკვირვებებისათვის განკუთვნილი ტექნიკით, გრანტებით და სხვ. 1997 წელს აირჩიეს საქართველოს საპატიო მოქალაქედ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]