რიჩარდ ეშკროფტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიჩარდ ეშკროფტი

ეშკროფტი 2016 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რიჩარდ პოლ ეშკროფტი
დაბ. თარიღი 11 სექტემბერი, 1971 (1971-09-11) (52 წლის)
დაბ. ადგილი Wigan
წარმოშობა უიგენი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, შუგეიზინგი, დრიმ-პოპი, ბრიტპოპი, სპეის-როკი, ნეო-ფსიქოდელია
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყამი, ფორტეპიანო, კლავიშები, ვურლიტცერი, ორგანი, მელოდიკა, მელოტრონი, სინთეზატორი
აქტიური 1990 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Hut, Virgin, Parlophone
საიტი richardashcroft.com
რიჩარდ ეშკროფტი ვიკისაწყობში

რიჩარდ ეშკროფტი (დ. 11 სექტემბერი, 1971, უიგენი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი. ის იყო ჯგუფ The Verve-ის წამყვანი ვოკალისტი. გამოცემული აქვს 4 სტუდიური ალბომი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდი იყო ფრენკისა და ლუიზის ერთადერთი შვილი. 11 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მამა და მას შემდეგ იზრდებოდა მამინაცვალთან ერთად. მას ჰყავს ორი უმცროსი ნახევარ-და.

ეშკროფტმა სკოლაში გაიცნო მისი მომავალი ჯგუფის წევრები - საიმონ ჯონსი, პიტერ სოლსბერი და საიმონ ტონგი, მოგვიანებით მან შეიცვალა სკოლა, სადაც გაიცნო ნიკ მაკაბი. სკოლაში რიჩარდს მასწავლებლებმა "კლასის კიბო" უწოდეს, თუმცა ხელმძღვანელობის ერთმა წევრმა მას ეს ზედმეტსახელი შეუცვალა ახლით - "დაუჯერებლად ჭკვიანი".

ეშკროფტს ძალიან მოსწონდა ფეხბურთი და ის უიგენ ატლეტიკის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა კიდეც. მას სურდა გამხდარიყო პროფესიონალი ფეხბურთელი, ისეთივე როგორიც ჯორჯ ბესტი იყო თუმცა, მოგვიანებით მისი ეს ინტერესი მუსიკამ ჩაანაცვლა.

The Verve[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ეშკროფტმა ჩამოაყალიბა ჯგუფი The Verve (ორიგინალი სახელწოდებით კი უბრალოდ Verve), ნიკ მაკაბისთან, საიმონ ჯონსთან და პიტერ სოლსბერისთან ერთად. ისინი ცნობილი გახდნენ მათი ფსიქოდელური მუსიკით. ჯგუფი საკმაო წარმატებით მოღვაწეობდა, თუმცა 1995 წელს დაიშალა რის შემდეგაც რიჩარდმა გადაწყვიტა გამოეცა საკუთარი სოლო ალბომი, მაგრამ მოგვიანებით მან შეიცვალა აზრი და 1997 წელს გადაწყვიტა ნიკ მაკაბისთვის შეეთავაზებინა ჯგუფის აღდგენა და განახლება ახალ წევრთან ერთად - საიმონ ტონგთან. ჯგუფმა აღდგენის შემდგომ გამოსცა ძალიან წარმატებული ალბომი - Urban Hymns. ეშკროფტმა მიიღო "ივორ ნოველოს ჯილდო" როგორც სიმღერის ავტორმა. ამის შემდგომ პრესამ მას უწოდა "ინგლისის საუკეთესო როკ ჯგუფის უშეცდომო სახე". თუმცა, წარმატებების მიუხედავად, ჯგუფში წარმოიშვა შიდა კონფლიქტი და 1999 წლის აპრილში, მათ ჯგუფის კიდევ ერთხელ დაშლის შესახებ გააკეთეს განცხადება.

2007 წლის დასაწყისში, ჯგუფმა აღდგენა გადაწყვიტა, ოფიციალურად კი ივნისის თვეში. ჯგუფმა აღდგენის შემდგომ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფესტივალზე. 2008 წლის აგვისტოში ჯგუფმა გამოსცა ახალი, რიგით მეოთხე ალბომი - Forth.

2008 წლის აგვისტოში ჯგუფი მესამედ დაიშალა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიჩარდი დაქორწინებულია კეიტ რედლიზე, რომელიც ჯგუფ Spiritualized-ის ყოფილი წევრია. მათ ჰყავთ ორი შვილი - სონი, რომელიც დაბადებულია 2000 წელს და კასიუსი, დაბადებული 2004 წელს. ისინი ცხოვრობენ ჰერიფორდშერში. ეშკროფტი არის საფეხბურთო კლუბ - მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის თარიღი სახელწოდება უმაღლესი პოზიცია ჩარტში სერთიფიკაცია
ბრიტანეთი
[1]
ავს
[2]
საფ
[3]
გერ
[4]
იტა
[5]
ირლანდია
[6]
ნიდ
[7]
ახ. ზ.
[8]
შვე
[9]
აშშ
[10]
26 ივნისი 2000 Alone with Everybody 1 18 28 10 4 5 41 26 39 127
  • BPI: პლატინა[11]
21 ოქტომბერი 2002 Human Conditions 3 48 67 14 11 51
  • BPI: ოქრო[11]
23 იანვარი 2006 Keys to the World 2 7 78 6 11 6 49 7
  • BPI: პლატინა[11]
  • IRMA: ოქრო[12]
19 ივლისი 2010 United Nations of Sound[A] 20 63 49 50
20 მაისი 2016 These People 3 70
[13]
97
[14]
51 34 17
[15]
92 32
"—" აღნიშნავს ჩანაწერს, რომელიც ჩარტში არ მოხვედრილა ან ამ ქვეყანაში არ გამოცემულა.

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის თარიღი სახელწოდება უმაღლესი პოზიცია ჩარტში ალბომი
ბრიტანეთი
[1]
ავს
[2]
გერ
[4]
იტა
[5]
ირლ
[6]
ნიდ
[7]
ახ. ზ.
[8]
შვე
[9]
3 აპრილი 2000 "A Song for the Lovers" 3 82 9 11 83 42 78 Alone with Everybody
12 ივნისი 2000 "Money to Burn" 17 38
11 სექტემბერი 2000 "C'mon People (We're Making It Now)" 21 82
7 ოქტომბერი 2002 "Check the Meaning" 11 94 13 19 Human Conditions
6 იანვარი 2003 "Science of Silence" 14
7 აპრილი 2003 "Buy It in Bottles" 26
9 იანვარი 2006 "Break the Night with Colour" 3 17 45 3 10 90 55 Keys to the World
17 აპრილი 2006 "Music Is Power" 20
10 ივლისი 2006 "Words Just Get in the Way" 40
4 დეკემბერი 2006 "Why Not Nothing? / Sweet Brother Malcolm|Why Not Nothing?" / "Sweet Brother Malcolm"[B]
19 ივლისი 2010 "Born Again"[A] United Nations of Sound
15 October 2010 "Are You Ready?"[A]
2016 "This Is How It Feels" These People

პრომო სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის თარიღი სინგლი შენიშვნა ალბომი
18 დეკემბერი 2000 "You on My Mind in My Sleep" Alone With Everybody
18 იანვარი 2010 "Are You Ready?" Limited Edition UK promo CD and vinyl United Nations of Sound

საქველმოქმედო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის თარიღი სინგლი მიზეზი ალბომი
18 დეკემბერი 2009 "The Journey" (iTunes) ჰელენ ბამბერის ფონდი ალბომში არშესული სინგლი

EPs[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცემის თარიღი სახელწოდება
24 აპრილი 2006 "Live from London" (iTunes)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Chart Stats. Chart Stats – Richard Ashcroft. ChartStats.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  2. 2.0 2.1 Hung Medien. austriancharts.at – Discography Richard Ashcroft. austriancharts.at. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  3. Hung Medien. DISCOGRAPHIE RICHARD ASHCROFT. lescharts.com. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
  4. 4.0 4.1 PhonoNet GmbH. Richard Ashcroft. Musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 January 2013.
  5. 5.0 5.1 Hung Medien. italiancharts.com – Discography Richard Ashcroft. italiancharts.com. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  6. 6.0 6.1 Hung Medien. irishcharts.com – Discography Richard Ashcroft. irish-charts.com. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  7. 7.0 7.1 Hung Medien. dutchcharts.nl – Discography Richard Ashcroft. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  8. 8.0 8.1 Hung Medien. charts.org.nz – Discography Richard Ashcroft. charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  9. 9.0 9.1 Hung Medien. hitparade.ch – Discography Richard Ashcroft. hitparade.ch. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  10. US positions. AllMusic. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  11. 11.0 11.1 11.2 Certified Awards Search. British Phonographic Industry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 20 January 2010.
  12. The Irish Charts – Gold awards 2006. IRMA. ციტირების თარიღი: 30 December 2012.
  13. Ö3 Austria Top40: Longplay-Charts - Ö3 Charts.
  14. Le Top de la semaine : Top Albums - SNEP (1 November 2013).
  15. GFK Chart-Track. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-21. ციტირების თარიღი: 2021-01-17.