შინაარსზე გადასვლა

რიჩარდ ამირეჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირეჯიბი.

რიჩარდ ოლივერის ძე ამირეჯიბი (დ. 10 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 6 ივნისი, 1980, იქვე) — ქართველი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1948 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში. შემდეგ ხელმძღვანელობდა კლინიკურ-ფუნქციონალურ ლაბორატორიას ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის ინსტიტუტში, 1972 წლიდან კი ქირურგიის ინსტიტუტშია. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994, გვ. 44

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]