რიშარდ ბუგაისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიშარდ ბუგაისკი

რიშარდ ბუგაისკი
დაბადების სახელი რიშარდ ბუგაისკი
დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1943
ვარშავა, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 7 ივნისი, 2019 (76 წლის)
ვარშავა, პოლონეთი
საქმიანობა რეჟისორი
მწერალი
სცენარისტი
აქტიური 1972-2019

რიშარდ ბუგაისკი (პოლ. Ryszard Bugajski; დ. 27 აპრილი 1943, ვარშავა, პოლონეთი — გ. 7 ივნისი, 2019, იქვე) — პოლონელი რეჟისორი, მწერალი და სცენარისტი. ომამდელი აქტივისტის ედუარდ ბუგაისკის შვილი. რიშარდ ბუგაისკი არის არაერთი კინოფესტივალის ჯილდოების გამარჯვებული. 1972 წლიდან მოყოლებული გადაიღო 23 ფილმი და სატელევიზიო შოუ.

ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ხოლო ქალაქ ლოძის კინოსკოლაში რეჟისურას, რომელიც მან 1973 წელს დაამთავრა. ბუგაისკის 1982 წლის ფილმი „დაკითხვა“ მოხსენიებულია როგორც „ყველაზე ანტი-კომუნისტური ფილმი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის ისოტრიაში“ და შეყვანილი იყო 43-ე კანის კინოფესტივალზე. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს კრისტინა იანდამ და ადამ ფერენციმ. აღსანიშნავია, რომ ფილმი პოლონეთის კომუნისტურმა ცენზურამ აკრძალა.

2008 წლის 29 ოქტომბერს კულტურაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა მედალი.[1] რიშარდ ბუგაისკი გარდაიცვალა 2019 წლის 7 ივნისს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.mkidn.gov.pl/dziennikarze/2053.html Wręczenie medali Gloria Artis. mkidn.gov.pl, 29 października 2008.