შინაარსზე გადასვლა

რიშათ აბდულინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიშათ აბდულინი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 (14) მარტი, 1916[1]
დაბ. ადგილი უსტ-კამენოგორსკი
გარდ. თარიღი 12 ნოემბერი, 1988(1988-11-12) (72 წლის)
გარდ. ადგილი ალმათი
დასაფლავებულია Kensai Cemetery

რიშათ მუყიმის ძე აბდულინი (თათრ. Ришат Мөкыймь улы Абдуллин; დ. 14 მარტი, 1916, უსტ-კამენოგორსკი — გ. 12 ნოემბერი, 1988, ალმათი, ყაზახეთის სსრ) — ყაზახი საბჭოთა მომღერალი (ბარიტონი). სსრკ სახალხო არტისტი (1967).[2] სკკპ წევრი 1955 წლიდან.

1937 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული ყაზახური სტუდია, 1939 წლიდან ალმა-ათის აბაის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აბდულინის რეპერტუარშია სუგურის, არტემისა და ტასტანის (ბრუსილოვსკის ოპერები „ჟალბირი“, „დუდარაი“, „წინ გვარდიავ!“), კოჟაგულის (თულებაევის „ბირჟანი და სარა“), ონეგინის (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), დემონის (რუბენშტეინის „დემონი“), ესკამილიოს (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.

დაჯილდოებულია 2 ორდენითა და მედლით.

  1. Абдуллин Ришат Мукимович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 1 : А — Ангоб. — С. 17.
  2. Большая советская энциклопедия. Гл. ред. А. М. Прохоров, 3-е изд. Т. 1. А — Ангоб. 1969. 608 стр., илл.; 47 л. илл. и карт, 1 отд. л. табл.