შინაარსზე გადასვლა

რიტუალიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რიტუალიზმი- შეგუების ტიპი, როდესაც ინსტიტუციური ნორმების გამძაფრებული, უპირობო დაცვა ხდება კულტურაში არსებული მიზნების გათვალისწინების გარეშე. ასეთი მოდელი შეგვიძლია ვნახოთ, მაგალითად, ორგანიზაციის წევრის ქცევაში, რომელიც ზედმიწევნით იცავს წესებს, თითქოს ეს ერთადერთი პირობაა ორგანიზაციის არსებობისა და მისი უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

იგივე შეიძლება ითქვას მოხელეზე, რომელიც, შიშით რომ შესაძლოა დაითხოვონ ან მდგომარეობა გაუარესდეს, თავის შრომის ეფექტიანობას ამყარებს განსაზღვრულ დონეზე – არც ზრდას და არც შემცირებას აძლევს. ინდივიდი ამ შემთხვევაში უარს ამბობს ძირითად კულტურულ მიზნებზე და განირჩევა რუტინულ წესრიგთან უსაზღვრო ერთგულებით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]