რიო-მბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რიო-მბინი
ესპ. Río Mbini
ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა, გაბონის დროშა გაბონი
სიგრძე 338 კმ
რიო-მბინი — ეკვატორული გვინეა
რიო-მბინი
რიო-მბინი
— სათავე, — შესართავი
რიო-მბინი ვიკისაწყობში

რიო-მბინი (ესპ. Río Mbini, ასევე ცნობილია, როგორც ბენიტო ან უელე) — ეკვატორული გვინეის კონტინენტური ნაწილის მთავარი მდინარე. მდინარე ქვეყანას დაახლოებით შუაზე ჰყოფს, იგი მიედინება ქვეყნის კონტინენტურ მაწილში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით და ჩაედინება ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში, ქალაქ მბინის სიახლოვეს. ამ ადგილებში იზრდება მანგროს ტყეები, რომელიც სიღრმეში შეჭრილია დაახლოებით 20 კმ-ზე.[1] მდინარის მხოლოდ ეს ადგილია ნაოსნობისათვის ხელსაყრელი. მდინარე გამოიყენება მერქნის ტრანსპორტირებისთვის ხე-ტყის გადაზიდვის ოპერაციების დროს.[2] სათავეს იღებს გაბონში და მისი სიგრძე შეადგენს დაახლოებით 338 კმ-ს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. A directory of African wetlands By R. H. Hughes, J. S. Hughes, p. 499-501 (on Google Books: [1])
  2. The geography of modern Africa By William Adams Hance, p. 291 (on Google Books: [2])