რიო-დე-ჟანეიროს საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რიო-დე-ჟანეიროს კათედრალი)
რიო-დე-ჟანეიროს საკათედრო ტაძარი
ტაძრის ინტერიერი

რიო-დე-ჟანეიროს საკათედრო ტაძარი (პორტ. Catedral Metropolitana do Rio de Janeiro) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს არქისაეპისკოპოსოს ცენტრი. ტაძარი რიოს მფარველის — წმინდა სებასტიანის სახელობისაა. ეკლესია 19641979 წლებში აშენდა და ჩაანაცვლა ის მრავალი ტაძარი, რომლებიც 1676 წლიდან მოყოლებული, არქისაეპისკოპოსო ცენტრად გამოიყენებოდა. მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში. ტაძარს კონუსისებრი ფორმა აქვს და სიმაღლეში 96 მეტრია, ინტერიერის დიამეტრი 75 მეტრია და 20 000 ადამიანს იტევს.

ტაძარს 4 ვიტრაჟის ფანჯარა გააჩნია, რომლებიც იატაკიდან 64 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]